Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რუსეთ-უკრაინის ომს ჰყავს ორი გამარჯვებული – დავით ქართველიშვილი

მარშალ პრესი 04/12/2023
ქართველიშვილი

„ერთია, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სიმპტომატურ განცხადებებს აკეთებენ „ჩაძირული ტიტანიკის” ბორტზე გადამრჩენი სამაშველო ნავების გადანაწილებით დაკავებული უკრაინელი პოლიტიკოსები, და სულ სხვა ამბავია, როდესაც მსგავს განცხადებებს აკეთებენ პუტინის რეჟიმის ოპოზიციაში მყოფი რუსეთის პოლიტიკოსები,“ – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსი ოპოზიციონერის, გარი კასპაროვის განცხადებას იმის შესახებ, რომ თეთრ სახლს არ სურს უკრაინამ რუსეთთან ომში გაიმარჯვოს.

„ცნობილი რუსი ოპოზიციონერის, „თავისუფალი რუსეთის ფორუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, გარი კასპაროვის განცხადებით, თეთრ სახლს არ სურს, რომ უკრაინამ რუსეთთან ომში გაიმარჯვოს, თუმცა ბოლომდე არ ასახელებს ამის სავარაუდო მიზეზებს, თავისი ოპოზიციურობიდან გამომდინარე. მისთვის ძნელია ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზზე საუბარი, რომ თეთრ სახლს უბრალოდ რუსეთის დამარცხების რესურსი არ გააჩნია. ამ შემთხვევაში ის ხომ ძალაუნებურად პუტინის რუსეთის სიძლიერეს გაუსვამს ხაზს. ძნელია კასპაროვისთვის იმის დაშვებაც, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლოა არც შედიოდა თეთრი სახლის გეგმებში და CIA-ს დირექტორის უილიამ ბერნსის ვიზიტი მოსკოვში ომამდე სამი თვით ადრე სწორედ ამ კონტექსტში განეხილა.

ამ ეტაპზე ამ ომს უკვე ჰყავს ორი გამარჯვებული: პირველი, ამერიკული ტრანსკონტინენტალური კორპორაციები და მეორე, რუსეთის ეკონომიკა. დამარცხებულიც ორია – ევროკავშირი და უკრაინა. პირველი ამერიკელების საკონტრიბუციო ნადავლია, ხოლო მეორე – რუსეთის,“ – წერს Facebook-ზე დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: გიორგი ვაშაძე არის ჩვეულებრივი დეგრადირებული, გაქსუებული პოლიტიკოსი – კახა კალაძე
Next: დიღმის მასივის მეექვსე კვარტალში სანიაღვრე სისტემა ეწყობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.