Skip to content
10/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის, გასვლითი სხდომა, თემატური მოკვლევის მიზნით გაიმართა

მარშალ პრესი 12/12/2023
410336299_737890088393579_839942096725223530_n

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის, გასვლითი სხდომა, თემატური მოკვლევის მიზნით გაიმართა.

მოკვლევა მოსწავლეთა მასობრივ სპორტში ჩართულობის შესახებ, მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის შესწავლას ითვალისწინებს და მისი მიზანი ამ სფეროში არსებული გამოწვევების გაანალიზება – სიახლეების დანერგვაა.

შეხვედრას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მირიან კვირიტიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, საკრებულოს წევრი და განათლებისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ესწრებოდა.

მათ, ინფორმაცია მოისმინეს, მოსწავლეთა მასობრივ სპორტში ჩართულობის შესახებ, სასპორტო სკოლის მწვრთნელ – პედაგოგებისაგან.

თემატური მოკვლევის დასრულების შემდეგ, კომიტეტი მოამზადებს შესაბამის დასკვნასა და რეკომენდაციებს, რომლებიც, შემდგომი რეაგირებისთვის სათანადო უწყებებს გადაეგზავნება.

Post navigation

Previous: „ქართულმა ოცნებამ“ კონტრაქტი გააფორმა მოშე კლუგჰაფტთან და მირი მიქაელთან – “ქართული ოცნების” განცხადება
Next: გილოცავთ! ევროკომისიამ დაამტკიცა “უცხოელი აგენტების დირექტივის პროექტი”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.