Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ კონტრაქტი გააფორმა მოშე კლუგჰაფტთან და მირი მიქაელთან – “ქართული ოცნების” განცხადება

მარშალ პრესი 12/12/2023
ქართული ოცნება“

„ქართულმა ოცნებამ“ კონტრაქტი გააფორმა მოშე კლუგჰაფტთან და მირი მიქაელთან, როგორც საარჩევნო პერიოდში პარტიის სტრატეგიულ მრჩევლებთან. კლუგაფტი და მიქაელი ACT NEWS-ის დამფუძნებლები არიან.”- ამის შესახებ განცხადებას პარტია “ქართული ოცნება” ავრცელებს.

“მოშე კლუგჰაფტი არის საერთაშორისო სტრატეგიული მრჩეველი და კამპანიის მენეჯერი პოლიტიკური ლიდერებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის მთელს მსოფლიოში. ის მუშაობდა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან და პრემიერ-მინისტრ ბენეტთან ისრაელში, ასევე ავსტრიის კანცლერთან, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან და სხვებთან.

კლუგჰაფტი მართავდა სალომე ზურაბიშვილის მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიას 2018 წელს, რომელშიც სალომე ზურაბიშვილმა მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები და ასევე მართავდა PSD-ის (სოციალ-დემოკრატიული პარტია) წარმატებულ კამპანიას რუმინეთში 2016 წლის არჩევნებისთვის. ის “ფორბსმა” აირჩია ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად 40 წლამდე, ხოლო “იერუსალიმ პოსტმა” აირჩია 2020 წლის მსოფლიოს 50 ყველაზე გავლენიან ებრაელს შორის.

მირი მიქაელი ბოლო 17 წლის განმავლობაში მუშაობდა როგორც ისრაელის ჟურნალისტი ისრაელის წამყვან ტელეარხებზე. ბოლო წლებში მიქაელს მიყავდა უამრავ გადაცემა მიმდინარე მოვლენების შესახებ, სპეციალური საინფორმაციო გადაცემები და აშუქებდა არჩევნებს მე-13 და მე-12 არხებზე. მან ასევე გამოაქვეყნა საგამოძიებო სტატიები და მხატვრული სიუჟეტები მთავარ საინფორმაციო გამოცემებში. მიქაელი ასევე იყო ევროპული კორესპონდენტი ტერორისტული თავდასხმებისა და ISIS-ის აღზევების პერიოდში და ამ პერიოდის განმავლობაში მან ინტერვიუ ჩამოართვა მსოფლიოს ბევრ ლიდერს, მათ შორის ბორის ჯონსონს და ანგელა მერკელს.”– ნათქვამია “ქართული ოცნების” განცხადებაში.

„მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში და ვხედავ მის მნიშვნელოვან განვითარებას როგორც ეკონომიკაში, ასევე ევროკავშირისადმი მიდგომაში და განსაკუთრებით მის უნარში, შეინარჩუნოს მშვიდობა იმ დღეებში, როდესაც მსოფლიო ომის პირობებშია. მაგრამ საკმარისი არ არის, რომ უბრალოდ ბევრი აკეთო – ასევე აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ საზოგადოებამ იცოდეს ამის შესახებ და ჩვენ ამაში დავეხმარებით მომავალ წელს“. – აცხადებს მოშე კლუგჰაფტი.

Post navigation

Previous: 2024 წელს ქართველი ხალხი რადიკალურ ოპოზიციას, თავისი მედიებითა და ანტისამთავრობო ორგანიზაციებით პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრებს!
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის, გასვლითი სხდომა, თემატური მოკვლევის მიზნით გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.