Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არათანმიმდევრული იყო ყველა თქვენი გამოსვლა, რაც თვალნათლივ აჩვენებს იმას, რომ რესურსი „ქართულმა ოცნებამ“ კი არ დაკარგა, რესურსი ამოწურეთ თქვენ – მაია ბითაძე ოპოზიციას

მარშალ პრესი 12/12/2023
მაია ბითაძე

„მინდა ოპოზიციონერებს ვუთხრა, რომ მიმდინარე წლის ბოლო სასესიო კვირა არის და სიმართლე გითხრათ ასეთი არათანმიმდევრულები ჯერ არ ყოფილხართ“- ასე მიმართა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს.

მაია ბითაძემ ოპოზიციას არათანმიმდევრულობაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მათ რესურსი ამოწურეს.

„იმდენად არათანმიმდევრული იყო ყველა თქვენი გამოსვლა, შეიძლება ითქვას, დახტოდით თემიდან თემაზე. დაწყებული რუსეთით დამთავრებული გზაზე ორმოებით, რაც თვალნათლივ აჩვენებს იმას, რომ რესურსი „ქართულმა ოცნებამ“ კი არ დაკარგა, რესურსი ამოწურეთ თქვენ. იმდენად ფუჭად გაიარა თქვენმა მუშაობამ მიმდინარე წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ გაასმაგებული ძალებით ცდილობდით, დაგეზიანებინათ ქვეყანა და არ მიგვეღო დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსზე და ახლაც ცდილობთ, კვლავ დაზიანდეს ეს პროცესი, მიუხედავად ამისა ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში“-განაცხადა მაია ბითაძემ.

Post navigation

Previous: არიან გარკვეული გარე ძალები, რომლებიც კეზერაშვილს ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის საშუალებას აძლევენ და ამის სანაცვლოდ, კეზერაშვილს უწევს ფულის დახარჯვა
Next: მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, ძალიან დიდი დარტყმა მიადგა განათლების სისტემას – პრემიერის სიტყვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.