Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არიან გარკვეული გარე ძალები, რომლებიც კეზერაშვილს ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის საშუალებას აძლევენ და ამის სანაცვლოდ, კეზერაშვილს უწევს ფულის დახარჯვა

მარშალ პრესი 12/12/2023
ირაკლი კობახიძე

არიან გარკვეული გარე ძალები, რომლებიც კეზერაშვილს ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის საშუალებას აძლევენ და ამის სანაცვლოდ, კეზერაშვილს უწევს ფულის დახარჯვა. დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ სიამოვნებს ფულის ხარჯვა საქართველოში, ურჩევნია, მეტი ფული აკეთოს და დაიტოვოს, მაგრამ უწევს ფულის ხარჯვა სწორედ ამ გარანტიების სანაცვლოდ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ამ ძალების მხრიდან არის კოორდინირებული.

„ქართული საზოგადოება არის ძალიან გაზრდილი, მომწიფებული ამ 30 წლის განმავლობაში. გახსოვთ, 90-იან წლებში განსხვავებული ვითარება იყო, ბევრი შეცდომა დაუშვა მაშინ საზოგადოებამ, მაგრამ დღეს აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა. იმდენი სირთულე გამოიარა ქართულმა საზოგადოებამ, იმდენი სხვადასხვა გამოწვევა ჰქონდა წლების განმავლობაში, რომ დღეს მისი მოტყუება პრაქტიკულად, შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ამ ეგრეთ წოდებულ მესამე ძალას, რომელიც, სინამდვილეში, იქნება „ნაცმოძრაობის“ მეორე ფრონტი, ქართული საზოგადოება უბრალოდ არ იყიდის“, – განაცხადა კობახიძემ.

Post navigation

Previous: განათლების სისტემაში იყო ვითომ რეფორმები 2004 წელს ჩატარებული, მოანგრიეს მთელი სისტემა და რაღაც ახლებური ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც ემსახურებოდა რაღაც ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენს ახალგაზრდებზე
Next: არათანმიმდევრული იყო ყველა თქვენი გამოსვლა, რაც თვალნათლივ აჩვენებს იმას, რომ რესურსი „ქართულმა ოცნებამ“ კი არ დაკარგა, რესურსი ამოწურეთ თქვენ – მაია ბითაძე ოპოზიციას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.