Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქილიკის საგანია, რომ „ნაცმოძრაობა“ იშლება, მაგრამ, რეალურად, ეს ხალხი არსად მიდის და გარედან დაკვეთას ელოდება

მარშალ პრესი 11/12/2023
ყაველაშვილი

„სალომე ზურაბიშვილის მიმართ პირველი პროტესტი გამოვხატეთ მაშინ, როცა დავინახეთ, რომ მან „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთ სიბრტყეზე დააყენა“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მან „ნაცმოძრაობის“ შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, ეს პარტია იშლება, მისი წევრები და ლიდერები ქვეყნისთვის საზიანო პოლიტიკას კვლავ ეწევიან.

„სალომე ზურაბიშვილმა თავისი არაადეკვატური ქცევით დაგვანახა, რომ ის „ნაცმოძრაობამ“ გადაიბირა. შემდეგ ნიკა გვარამია შეიწყალა, ახლა კი უკვე მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასაც მოითხოვენ მისგან. ამიტომ, საზოგადოებას მუდმივად მოვუწოდებთ, რომ ფხიზლად იყოს.

ქილიკის საგანია ის, რომ „ნაცმოძრაობა“ იშლება, მაგრამ, რეალურად, ეს ხალხი არსად მიდის და გარედან დაკვეთას ელოდება. დამკვეთებიც ხედავენ, რომ აქ ხელისუფლების ცვლილებას ვერ მიაღწიეს და ახლა არჩევნებამდე შეეცდებიან კიდევ პროვოკაციებს – სხვადასხვა პარტიის გაერთიანებას, რომლებიც, სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. ეს ნანახი გვაქვს, ფხიზლად ვართ, მაგრამ კიდევ უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ.

„ხალხის ძალა“ კვლავ მეტ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას. მეორე ფრონტის საფრთხე არსად წასულა. მშვიდობა არაფრის დიდებით არ უნდა დავთმოთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: თბილისის მერიის განცხადებით, სიცრუეა, თითქოს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ვადები შეიცვალა
Next: ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.