Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თბილისის მერიის განცხადებით, სიცრუეა, თითქოს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ვადები შეიცვალა

მარშალ პრესი 11/12/2023
მერია

თბილისის მერიის განცხადებით, სიცრუეა, თითქოს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ვადები შეიცვალა

“გვინდა, გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაციის “ფლანგვის დეტექტორი” და მოძრაობის “ჩემი ქალაქი მკლავს” მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ვადა შეიცვალა და გადაიწია სამი თვით.

აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე, რაც ემსახურება თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
თბილისის მერიას არ შეუცვლია პროექტის განხორციელების ვადები, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდება წინასწარ განსაზღვრულ დროს – 2024 წლის იანვრის ბოლოს.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, ნუ ენდობიან ყალბ ინფორმაციებს და თბილისის მუნიციპალიტეტის შესახებ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ თბილისის მერიის პრესსამსახურთან.- ნათქვამია მერიის განცხადებაში.

Post navigation

Previous: NDI კვლევით ოპოზიციის მხარდამჭერთა 40%-ი რუსეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის მომხრეა, რას გვეტყვის ამაზე ოპოზიცია?”
Next: ქილიკის საგანია, რომ „ნაცმოძრაობა“ იშლება, მაგრამ, რეალურად, ეს ხალხი არსად მიდის და გარედან დაკვეთას ელოდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.