Skip to content
10/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

მარშალ პრესი 10/12/2023
406492541_736796948502893_6839781073205602235_n
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშს დაესწრო და საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებს მეგზევის პროფესიული დღე მიულოცა, ამ დარგში მოღვაწე პირებს და მადლობა გადაუხადა გაწეული უდიდესი შრომისთვის.
2023 წელს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, რეაბილიტაცია, მოვლა-შენახვისთვის 62 106 672 ლარი დაიხარჯა.
აჭარის 5 მუნიციპალიტეტში 22 მიმართულებით ასფალტო ბეტონის საფარი მოეწყო 61.42 კმ საავტომობილო გზაზე, ხოლო ბეტონის საფარი იგება 75 კმ. საავტომობილო გზაზე, პარალელურად ხორციელდება 159 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა-მოწყობა.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2024 წლის ბიუჯეტი 63 983 516 ლარს შეადგენს.
მეგზევის დღესთან დაკავშირებით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, დამსახურებული მეგზევეები დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: ფონდი „ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
Next: რაც სოროსის ფონდიდან ჯერ მიშას ჩინოვნიკებს და მერე ნახევარ მსოფლიოში მოხელეებს დამატებით ფულები აქვთ მიღებული, მელაძის ლოგიკით სოროსი მსოფლიო პოლიტიკური კორუფციის მამა გამოდის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.