Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ალიევის განცხადება, რომ ევროკავშირში მყოფი საქართველო იქნება აზერბაიჯანის ახლო მეგობარი, ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი აღიარებაა, როგორც ლიდერი სახელმწიფოსი კავკასიაში და უსაფრთხოების გარანტორისა მსოფლიოში!

მარშალ პრესი 07/12/2023
ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი  ზურაბ ქადაგიძე საქართველოს თანამედროვე გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას მიმოიხილავს.

როგორც ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში აღნიშნავს, საქართველო, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, რეგიონში ლიდერი ქვეყნის სტატუსს ატარებს.

„რა განსხვავებაა გეოლოკაციასა და გეოპოლიტიკურ ლოკაციას შორის?!

გეოლოკაციაა, როდესაც 2012 წელს საქართველო იყო:

უბრალოდ, ტრანზიტული ქვეყანა მეზობლებისთვის;

ბენეფიციარი სახელმწიფო დონორი ქვეყნებისთვის, რომლებიც კავკასიით არიან დაინტერესებული;

გლობალური პოლიტკონიუნქტურის გამტარებელი რეგიონში, როგორც სხვა ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრზე დამოკიდებული სახელმწიფო.

გეოპოლიტიკური ლოკაციაა, როდესაც საქართველო 2023 წელს წარმოადგენს:

ევროპა-აზიის უმნიშვნელოვანეს გზაჯვარედინსა და ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის პერსპექტივას;

კავკასიაში უსაფრთხოების გასაღებს, როგორც თურქეთის პრეზიდენტმა უწოდა;

სუვერენულ სახელმწიფოს, საკუთარი ეროვნული ინტერესებითა და პოლიტიკური მისწრაფებებით, რომელიც ხელშეუხებელია ყველასთვის და ვერავინ მოახდენს რევიზიას გლობალური პოლიტკონიუნქტურითა და სტრატეგიული პარტნიორობის ხათრით;

კავკასიისთვის ლიდერ ქვეყანას, სადაც დაპირისპირებული მხარეები (აზერბაიჯან-სომხეთი) სამშვიდობო მოლაპარაკებებს მართავენ და ევროკავშირთან ყველაზე ახლოს მყოფ სახელმწიფოს, რომლის დაცვისა და მხარდაჭერის იმედი აქვს აზერბაიჯანს.

ალიევის გუშინდელი განცხადება, რომ ევროკავშირში მყოფი საქართველო იქნება აზერბაიჯანის ახლო მეგობარი, რომელიც მას დაიცავს, ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი აღიარებაა, როგორც ლიდერი სახელმწიფოსი კავკასიაში და ერთ-ერთი რთული რეგიონის უსაფრთხოების გარანტორისა მსოფლიოში!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული,1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო და სამოქალაქო პირების პანაშვიდს დაესწრო
Next: სააკაშვილის სკამზე მოკალათებული გიორგი ჩალაძის მინიშნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.