Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული,1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო და სამოქალაქო პირების პანაშვიდს დაესწრო

მარშალ პრესი 07/12/2023
408815078_738839828277033_2219679257839488799_n

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული,1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო და სამოქალაქო პირების პანაშვიდს დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა სამების საკათედრო ტაძარში პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 იდენტიფიცირებული პირიდან 21 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქეა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით,1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს მოხდა. ამ დრომდე ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, რომელთაგან იდენტიფიცირებულია 288.

Post navigation

Previous: გიორგი ბარამიძე ყველას მოგმართავთ, რომ მიშასთან ერთად დავდგეთ და გავიმარჯვოთ
Next: ალიევის განცხადება, რომ ევროკავშირში მყოფი საქართველო იქნება აზერბაიჯანის ახლო მეგობარი, ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი აღიარებაა, როგორც ლიდერი სახელმწიფოსი კავკასიაში და უსაფრთხოების გარანტორისა მსოფლიოში!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.