Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ადამიანმა, რომელსაც ერქვა ეკონომიკის მინისტრი, საკუთარ თავს არ უნდა აკადროს ასეთი სამარცხვინო ტყუილი – ირაკლი კობახიძე გახარიაზე

მარშალ პრესი 06/12/2023
ირაკლი კობახიძე

გახარია ეკონომიკის მინისტრი იყო, არ მახსოვს, ეკონომისტია თუ არა, მაგრამ ეკონომიკის მინისტრი იყო. ვინც ოდნავ ერკვევა ეკონომიკაში, ასეთ სამარცხვინო განცხადებას არ გააკეთებს, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადება, რომლის თანახმად, “გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის”.

კობახიძის თქმით, გახარიას ახასიათებს ტყუილების ლაპარაკი, თუმცა, ადამიანმა, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი ერქვა, მსგავსი სახის ტყუილები არ უნდა თქვას, ვინაიდან, ეკონომიკის ზრდა ნიშნავს არა ფულის მასის მატებას, არამედ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს განვითარებას.

“ეკონომიკა იზრდება, თან მასშტაბურად – იცით, 16 მილიარდი დოლარიდან 30 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა მარტო ამ სამი წლის განმავლობაში. როდესაც ეკონომისტი ამტკიცებს იმას, რომ ეს 14 მილიარდი დოლარი წავიდა 20-25 კაცის ჯიბეში, მან უბრალოდ არ იცის ეკონომიკა. ამით შეიძლება საზოგადოების გარკვეული ნაწილი მოატყუო, მაგრამ, თავმოყვარეობის ამბავია, რომ ადამიანმა, რომელსაც ერქვა ეკონომიკის მინისტრი, ასეთი სამარცხვინო ტყუილი არ აკადროს საზოგადოებას. სინამდვილეში, ეკონომიკის ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ფულის მასა იმატებს.

ეკონომიკის ზრდა ნიშნავს იმას, რომ ვითარდება ეკონომიკის სხვადასხვა სფერო, ვითარდება მომსახურება, წარმოება და ა.შ. რა თქმა უნდა, ფიზიკურად შეუძლებელია, ეს ყველაფერი გადანაწილდეს 20 და 25 ოჯახზე, მით უმეტეს, მას საერთოდ არ ჰქონია საუბარი არც გვარებზე, არც არაფერზე.

ზოგადად, გახარიას სჩვევია ასეთი ტყუილების ლაპარაკი. ის გამოირჩეოდა ტყუილებით ამ ბოლო წლების განმავლობაში. გახსოვთ, რაზე ააგო თვითმმართველობის არჩევნების დროს საკუთარი საარჩევნო კამპანია, ვითომ ის იყო ბიძინა ივანიშვილის რჩეული და ა.შ. ჩვეულებრივი მატყუარაა, უბრალოდ, ამ შემთხვევაში, ადამიანმა, რომელსაც ერქვა ეკონომიკის მინისტრი, საკუთარ თავს არ უნდა აკადროს ასეთი სამარცხვინო ტყუილი.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე, უნგრეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
Next: საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან სჭირდება ხმამაღალი მხარდაჭერა, უნგრეთი სწორედ ასეთი მხარდამჭერი ქვეყანაა ევროკავშირის საბჭოში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და ასეც გაგრძელდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.