Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე, უნგრეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

მარშალ პრესი 06/12/2023
408169357_918788572945275_7547131202759500480_n

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე, უნგრეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანს, ტამაშ ვარგას შეხვდა.

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორულ ურთიერთობებსა და უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები: პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის ვიცე-პრემიერ ზოლტ სემიენთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე, იანოშ ლატორკაისთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრ, იანოშ ბოკასთან.

Post navigation

Previous: სიბინძურეა ის, რაც გახარიამ თქვა – გიორგი ვოლსკი
Next: ადამიანმა, რომელსაც ერქვა ეკონომიკის მინისტრი, საკუთარ თავს არ უნდა აკადროს ასეთი სამარცხვინო ტყუილი – ირაკლი კობახიძე გახარიაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.