Skip to content
21/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხაბეიშვილის თავის მოჭრას აპირებს მისივე პარტიის ნახევარი. უთავოდ სიარული ურჩევნიათ ხაბეიშვილის თავით სიარულს

მარშალ პრესი 05/12/2023
ბექა ოდიშარია

„ხაბეიშვილის თავის მოჭრას აპირებს მისივე პარტიის ნახევარი. იმდენად შეაძულა თავი თავის პარტიის წევრებს, რომ არა მხოლოდ ხაბეიშვილის გადადგომას, არამედ საერთოდ პოსტის გაუქმებას ითხოვენ, უთავოდ სიარული ურჩევნიათ ხაბეიშვილის თავით სიარულს”,- პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ პარტიის დატოვების საკითხს გამოეხმაურა.

“მე მესმის ამ პარტიის წევრების. რასაც დასთეს იმას მოიმკი. მთელს საქართველოს უწინასწარმეტყველებდნენ და ხატავდნენ აპოკალიფსურ სცენებს და თავად მიიღეს რეალური აპოკალიფსი საკუთარ პარტიაში“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ბათუმის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პარტია ზუგდიდშიც დატოვეს. პარტიას ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის 17 წევრი გამოეყო. ამის მიზეზად ისინი არაფორმალურ და ერთპიროვნულ მმართველობას ასახელებენ.

Post navigation

Previous: იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა ვენეციის კომისიის მოთხოვნაა და შესაბამისი პუნქტი აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში, სასპეკულაციო არაფერია
Next: თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.