Skip to content
21/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა ვენეციის კომისიის მოთხოვნაა და შესაბამისი პუნქტი აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში, სასპეკულაციო არაფერია

მარშალ პრესი 05/12/2023
ირაკლი კობახიძე

იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მოთხოვნაა. აქედან გამომდინარე, შესაბამისი პუნქტი აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში და კანონპროექტი მიიღება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, აქ სასპეკულაციო არაფერია.

„ოპოზიცია ცდილობს სპეკულირებას, რაც არაჯანსაღი პროცესია. არის კონკრეტული მოთხოვნა, რომელიც სრულდება, ეს არის და ეს. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული კანონპროექტი ქვეყანაში ოლიგარქების პრობლემას ვერ გადაჭრის, კეზერაშვილი დარჩება კეზერაშვილად, ხაზარაძე – ხაზარაძედ, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც წარმოგვიდგინა ვენეციის კომისიამ და რომელიც უნდა შესრულდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებამდე ერთი კვირით ადრე უნგრეთში ვიზიტი მნიშვნელოვანია, რათა ერთად ვიმსჯელოთ ყველა საკითხზე, რომელიც ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება
Next: ხაბეიშვილის თავის მოჭრას აპირებს მისივე პარტიის ნახევარი. უთავოდ სიარული ურჩევნიათ ხაბეიშვილის თავით სიარულს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.