Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სამარცხვინოა, რომ მოგვიწოდებს უკრაინასა და მოლდოვას დავეწიოთ – მიხეილ ყაველაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

მარშალ პრესი 04/12/2023
მიხეილ ყაველაშვილი

„ქალბატონი პრეზიდენტი გარე ძალების დავალებას ასრულებს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი იმ ქვეყნებზე აცხადებს, რომ საქართველო უნდა დაეწიოს, რომელთა ეკონომიკაც და თავისუფლების ხარისხიც კრიზისშია.

„სალომე ზურაბიშვილი გამოდის და აცხადებს, რომ თურმე უკრაინასა და მოლდოვას უნდა დავეწიოთ. ჯერ შეხედოს მოლდოვას ეკონომიკური მდგომარეობის სტატისტიკას; ან იმას, თუ როგორ მიმდინარეობს იმ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი; ან, თავისუფლების რა ხარისხი აქვთ და ა.შ. უკრაინაზე აღარ მაქვს საუბარი. ეს ხომ სამარცხვინოა, რომ მოგვიწოდებს ამ ქვეყნებს დავეწიოთ. და, საქართველოს პრეზიდენტი ეწოდება ამ ქალბატონს. არც რცხვენია ამის, მაგრამ, რისი უნდა რცხვენოდეს – დავალების შემსრულებელია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: თეთრი სახლის განცხადებით, აშშ ვერ გააგრძელებს უკრაინისთვის შეიარაღებისა და აღჭურვილობის გადაცემას, თუ კონგრესი წლის ბოლომდე დამატებითი დახმარების გამოყოფას არ დაუჭერს მხარს – The Wall Street Journal
Next: ომში მყოფმა უკრაინამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ჩვენ შევძელით ის, რომ მშვიდობის შენარჩუნების პროცესში ვიღებთ კანდიდატის სტატუსს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.