Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ ვერ გააგრძელებს უკრაინისთვის შეიარაღებისა და აღჭურვილობის გადაცემას, თუ კონგრესი წლის ბოლომდე დამატებითი დახმარების გამოყოფას არ დაუჭერს მხარს – The Wall Street Journal

მარშალ პრესი 04/12/2023
wsj

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ ვერ გააგრძელებს უკრაინისთვის შეიარაღებისა და აღჭურვილობის გადაცემას, თუ კონგრესი წლის ბოლომდე დამატებითი დახმარების გამოყოფას არ დაუჭერს მხარს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

„ამერიკული იარაღისა და ტექნიკის მიწოდების შეწყვეტა უკრაინას ბრძოლის ველზე დააჩოქებს, საფრთხის ქვეშ დააყენებს უკრაინის მიღწევებს და გაზრდის რუსული სამხედრო გამარჯვებების ალბათობას“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც თეთრი სახლის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორმა, შალანდა იანგმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს გაუგზავნა.

როგორც წერილში იანგი აღნიშნავს, დაფინანსების ჯადოსნური წყარო არ არსებობს, ფული ამოიწურა და ასევე თითქმის ამოიწურა დროც.

„დამატებითი ფინანსების გარეშე აშშ-ს არ ექნება აუცილებელი რესურსები, რათა გადასცეს უკრაინას შეიარაღება და ტექნიკა ან გამოყოს რესურსები აშშ-ის სამხედრო მარაგებიდან“, – აღნიშნა თეთრი სახლის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორმა.

Post navigation

Previous: ურეიტინგო გახარია სხვა რადიკალებს ეჯიბრება ოქსიმორონული განცხადებების გავრცელებაში, თითქოს ამით ელექტორატი მოემატება
Next: სამარცხვინოა, რომ მოგვიწოდებს უკრაინასა და მოლდოვას დავეწიოთ – მიხეილ ყაველაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.