Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქართულ პოლიტიკაში უნდა ვებრძოლოთ უკანონო დაფინანსებას, როგორიცაა, ქართული ჯარისგან და ევროპელი პენსიონერებიდან მოპარული ფულით ვინმე კეზერაშვილის მიერ ქართული ოპოზიცის და მედიის დაფინანსება

მარშალ პრესი 03/12/2023
სოზარ სუბარი

“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი გამოეხმაურა მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებუს შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის თანახმად პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ. სუბარის თქმით, ქართული პოლიტიკა უკანონო ფულის ბრუნვისგან უნდა გაიწმინდოს, როგორიცაა კეზერაშვილის უკანონო შემოსავლებით ოპოზიციური სპექტრისა და მედიის დაფინანსება.

„თუ ქართული პოლიტიკური სპექტრი შევთანხმდებით, რომ არ გვინდა ეს ცვლილება – ნუ მივიღებთ. დავარწმუნოთ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ უკეთესია არსებობდეს ის მოდელი, რომელიც ახლა არის. მე პირადად, ამასთან არაფერი პრობლემა არ მაქვს. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მას ნამდვილად არ უჭირს დაფინანსება, რომელი მოდელითაც არ უნდა იყოს. მთავარია, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ვებრძოლოთ არა დაფინანსებას, არამედ უკანონო დაფინანსებას, მაგალუთად, ისეთს, როდესაც ქართული ჯარისგან და ევროპელი პენსიონერებიდან მოპარული ფულით ვინმე კეზერაშვილი აფინანსებს ქართულ ოპოზიციურ სპექტრს და სამწუხაროდ, მედიასაც,’ – განაცხადა სუბარმა.

Post navigation

Previous: პრობლემები, რომელზეც ვიტალი კლიჩკო საუბრობს კარგად იფუთება, მაგრამ ფაქტია, არის სერიოზული დაპირისპირება და ომში, რომელიც “დიდმა ბიძიებმა” დაგეგმეს, უკრაინელი თავისუფლებისმოყვარე ხალხი იღუპება
Next: ქვეყნის დახარვეზებული “პრეზიდენტი” მისთვის უცხო სხეულად ქცეულ საქართველოს უსურვებს, ავტორიტარიზმის კუთხით, პუტინის რუსეთის “ჩინურ” მოდელ – უკრაინას დაეწიოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.