Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრობლემები, რომელზეც ვიტალი კლიჩკო საუბრობს კარგად იფუთება, მაგრამ ფაქტია, არის სერიოზული დაპირისპირება და ომში, რომელიც “დიდმა ბიძიებმა” დაგეგმეს, უკრაინელი თავისუფლებისმოყვარე ხალხი იღუპება

მარშალ პრესი 03/12/2023
თამთა მეგრელიშვილი

“ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ერთ-ერთ ინტერვიუს ეხმიანება, სადაც იგი აცხადებს, რომ “უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის და შესაძლოა, აღარ იყოს განსხვავებული რუსეთისგან, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ახირებაზეა დამოკიდებული,”.

მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ კლიჩკო ღიად და დაუფარავად ალაპარაკდა პრეზიდენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების შიდა დაპირისპირებაზე.

მისივე თქმით, გარედან ყველაფერი სხვაგვარად ჩანს, პრობლემები რომელზეც ვიტალი კლიჩკო საუბრობს ფაქტია კარგად იფუთება და გარეთ ნაკლებად გამოდის.

“კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ღიად და დაუფარავად ალაპარაკდა პრეზიდენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების შიდა დაპირისპირებაზე. მისი განცხადებით, უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის. ის ამბობს, რომ ომის პირველ თვეებში ქვეყანა ლიდერის გარეშე იყო დარჩენილი და საომარ პროცესში მერები მთავარ როლს ასრულებდნენ, როგორც აზრის ლიდერები და ქალაქების დაცვაში ეხმარებოდნენ ხალხსა და სამხედროებს, ამასთან ერთად, კიევის მერმა განაცხადა, რომ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მას არცერთი შეხვედრა ან სატელეფონო საუბარი არ ჰქონია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

რას ნიშნავს ეს?!

გარედან ყველაფერი სხვაგვარად ჩანს, პრობლემები რომელზეც ვიტალი კლიჩკო საუბრობს ფაქტია კარგად იფუთება და გარეთ ნაკლებად გამოდის, მაგრამ ფაქტია, არის სერიოზული დაპირისპირება და პრობლემები და ომში რომელიც “დიდმა ბიძიებმა” გადაწყვიტეს და დაგეგმეს უკრაინელი თავისუფლებისმოყვარე ხალხი იღუპება”,- წერს მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: უკრაინაში საქმეები კარგად რომ არაა, უფრო მეტიც, სერიოზულად მძიმედაა, ამას თავად უკრაინელები აღიარებენ
Next: ქართულ პოლიტიკაში უნდა ვებრძოლოთ უკანონო დაფინანსებას, როგორიცაა, ქართული ჯარისგან და ევროპელი პენსიონერებიდან მოპარული ფულით ვინმე კეზერაშვილის მიერ ქართული ოპოზიცის და მედიის დაფინანსება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.