Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს მოსვენებას არ აძლევს ის, რომ მხილებული იყო კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში და ახლა განაზოგადებს თავის შემთხვევას, რომელიც მხოლოდ მისი ბრალია

მარშალ პრესი 02/12/2023
გია ცაგარეიშვილი

„თუ ქალბატონი პრეზიდენტი დაასახელებს კონკრეტულ ფაქტებს, კონკრეტულ ადამიანებს და არ იქნება შემოსაზღვრული ზოგადი განმარტებებით, ეს მისთვისაც, ქვეყნისთვისაც და საზოგადოებისთვისაც ძალიან კარგი იქნება“– განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, იმის შესახებ, რომ „საქართველოში მოქალაქეები სამართალს ვერ პოულობენ და ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან არსებობს პრობლემები“.

ცაგარეიშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით მეტი კონკრეტიკაა საჭირო.

მისივე თქმით, როდესაც „ამ ქვეყნის პრეზიდენტი ხარ მეტი პასუხისმგებლობა გმართებს“.

„ის, რომ ის მხილებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში, როგორც ჩანს, მოსვენებას არ აძლევს. ამიტომ, თავის თავს დააბრალოს ქალბატონმა ზურაბიშვილმა ის, რაც მას გადახდა საკონსტიტუციო სასამართლოში და თავის თავს დააბრალოს ის ვერდიქტი, რაც მას გამოუცხადა სასამართლომ. როგორც ჩანს, ამ წყენიდან ვერ გამოვიდა ქალბატონი ზურაბიშვილი და ახლა განაზოგადებს თავის შემთხვევას, რომელიც მხოლოდ მისი ბრალია. ის არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. აქედან გამომდინარე, უფრო მეტი კონკრეტიკაა საჭირო. „ადამიანები ვერ პოულობენ სამართალს“- ეს რას ნიშნავს? კონკრეტულად ვინ ვერ პოულობს სამართალს? ამიტომ, როცა ამ ქვეყნის პრეზიდენტი ხარ მეტი პასუხისმგებლობა გმართებს და ვფიქრობ კონკრეტიკა აუცილებელია“, -განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

Post navigation

Previous: გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობის“ ლიდერების კეზერაშვილთან შეხვედრაზე: მთავარი თემა იქნება „ნაცმოძრაობის“ ფინანსური რესურსით გადარჩენა, რომელიც დღის წესრიგში დგას
Next: ირაკლი ღარიბაშვილს Emaar Properties დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა უმასპინძლა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.