Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობის“ ლიდერების კეზერაშვილთან შეხვედრაზე: მთავარი თემა იქნება „ნაცმოძრაობის“ ფინანსური რესურსით გადარჩენა, რომელიც დღის წესრიგში დგას

მარშალ პრესი 02/12/2023
გიორგი ვოლსკი

„ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენა ფინანსური რესურსით, რომელიც ისედაც მოედინება მისი მიმართულებით, იქნება მთავარი თემა რომელიც დღის წესრიგში დგას – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გიორგი ვაშაძე, პეტრე ცისკარიშვილი და გიორგი ჩალაძე ლონდონში, დავით კეზერაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებიან.

როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, ხაბეიშვილის მმართველობასთან შეიძლება პრეტენზია ჰქონდეთ, მაგრამ არც ნაკლები უზურპირებული იყო მმართველობა იმ დროს, როცა მისი მოქმედი თავმჯდომარე სააკაშვილი იყო.

„ხაბეიშვილის მმართველობასთან შეიძლება პრეტენზია ჰქონდეთ, მაგრამ არც ნაკლები უზურპირებული იყო მმართველობა ამ პარტიაში, როცა სააკაშვილი იყო მისი მოქმედი თავმჯდომარე და ახლაც ვერავინ გაიგო, თავმჯდომარეა თუ მანიფესტების ავტორი.

ამ პოლიტიკური პარტიის გადარჩენა ფინანსური რესურსით, რომელიც ისედაც მოედინება მისი მიმართულებით, რასაკვირველია, იქნება მთავარი თემა რომელიც დღის წესრიგში დგას“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

Post navigation

Previous: გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო წელს საქართველოში
Next: როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს მოსვენებას არ აძლევს ის, რომ მხილებული იყო კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში და ახლა განაზოგადებს თავის შემთხვევას, რომელიც მხოლოდ მისი ბრალია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.