Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მეგის ქარდავა იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახე, მაგრამ მეგის ქარდავა მარტო არ იყო. ის სისტემის ნაწილია და ეს სისტემა სხვანაირ ადამიანებს არც მოიაზრებდა

მარშალ პრესი 01/12/2023
სოზარ სუბარი

“ეს იყო სისტემა, რომელიც აბსოლუტურად შორს იდგა ადამიანის უფლებების დაცვისგან და ევროპული ღირებულებებისგან,” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. ციხის კადრები რომ გავრცელდა, მაშინდელმა ხელისუფლებამ თქვა, რომ ამ სისტემური დანაშაულის შესახებ არაფერი იცოდა. სუბარი კი აცხადებს, რომ ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა, რადგან სახალხო დამცველად მუშაობის პერიოდში ეს ფაქტები მის ყველა საპარლამენტო მოხსენებაში იყო ასახული.

„მეგის ქარდავა იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახე, მაგრამ მეგის ქარდავა მარტო არ იყო. ის სისტემის ნაწილია და ეს სისტემა სხვანაირ ადამიანებს არც მოიაზრებდა. ეს სისტემა ზრდიდა ასეთ ადამიანებს. როცა ციხის კადრები გამოვიდა, თქვეს – სისტემური დანაშაული ყოფილაო და ჩვენ ეს არ ვიცოდითო. სინამდვილეში ყველამ ყველაფერი იცოდა. ამას მე ვამბობდი ყველა ჩემს საპარლამენტო მოხსენებაში, როცა ვიყავი სახალხო დამცველი. ეს იყო სისტემა, რომელიც აბსოლუტურად შორს იდგა ადამიანის უფლებების დაცვისგან და ევროპული ღირებულებებისგან,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: როცა ომში ხარ, სჯობს საერთოდ არ ილაპარაკო და შენი საქმე აკეთო, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ შენი საქმე მარტო ლაპარაკი არ გგონია
Next: ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.