Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როცა ომში ხარ, სჯობს საერთოდ არ ილაპარაკო და შენი საქმე აკეთო, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ შენი საქმე მარტო ლაპარაკი არ გგონია

მარშალ პრესი 01/12/2023
ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას აფასებს, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინულ მხარეს კონტრშეტევის დროს უფრო სწრაფი შედეგების მიღწევა სურდა და ამ თვალსაზრისით სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს.

ნიკოლეიშვილის განცხადებით, მსგავს ფრაზებს ომში მყოფი ქვეყნის მთავარსარდალი არ უნდა იყენებდეს. მისივე თქმით, ზელენსკი 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს დასცინოდა და აცხადებდა, რომ ქვეყანას რუსეთის შეეშინდა. “„არ ველოდი“, „არ მეგონა“, „სხვანაირად გვინდოდა“,

„არ გამოვიდა“-არ უნდა მიეკუთვნებოდეს იმ სიტყვებისა და ფრაზების ჩამონათვალს, რომელსაც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი უნდა იყენებდეს. სამწუხაროდ ასეთებიც არიან და მათ რიცხვს ბატონი ზელენსკიც მიეკუთვნება. ისე ხუმარას როლში “კარგად” დასცინოდა საქართველოს რუსეთთან ომის დროს “შეშინდნენო”. … ყოფილი ჯამბაზი და კომედიანტი როცა ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ხდება, მერე არ ველოდი და სხვანაირად გვინდოდა მისთვისაც და მისი პატრონებისთვისაც ლამის კანონზომიერი ხდება, ამიტომ როცა ომში ხარ სჯობია საერთოდ არ ილაპარაკო და შენი საქმე აკეთო, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ შენი საქმე მარტო ლაპარაკი არ გგონია!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ვსაუბრობ “კონსერვატიულ მოძრაობათა” იმ მრავალფეროვნებაზე, რომლებიც იმ უნივერსალური ფორმულა “მამული, ენა, სარწმუნოების” გარშემოც კი ვერ ახერხებენ გაერთიანებას და პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას
Next: მეგის ქარდავა იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახე, მაგრამ მეგის ქარდავა მარტო არ იყო. ის სისტემის ნაწილია და ეს სისტემა სხვანაირ ადამიანებს არც მოიაზრებდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.