Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკა მელია ნაც.მოძრაობიდან გარიცხეს

მარშალ პრესი 27/11/2023
ნიკა მელია

ნიკა მელია ნაც.მოძრაობიდან გარიცხეს. ამის შესახებ განცხადება პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქვეყნისთვის გადამწყვეტი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება.
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივითა და ავტორობით, გამოაქვეყნა პარტიის ერთობის მანიფესტი, რომელიც პარტიის ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს.

მიუხედავად ჩვენი მრავალთვიანი მცდელობისა, რომ ყოფილი თავმჯდომარე დაბრუნებოდა პარტიას, ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანების კამპანიას და საჯაროდ, თავად აცხადებს, რომ ის „არ არის ნაციონალურ მოძრაობაში“. ფაქტია – ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შედის გადამწყვეტ წინასაარჩევნო რეჟიმში. ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ეს საკითხი დახურულია და პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მათ შორის, პოლიტიკური საბჭოს დონეზე, აბსოლუტურად ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელთა მიზანიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ქვეყნის გამარჯვებაში წვლილის შეტანაა.”- ნათქვამია განცხადებაში.

Post navigation

Previous: იმის მიხედვით, როდის იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილება, გვინდა გავმართოთ საერთო სახალხო ეროვნული ზეიმი, კონცერტი
Next: 400$ ღირს ნაც.მოძრაობის მანდატი დახლქვეშ,უცხოეთში წამსვლელებისთვის – ელისო კილაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.