Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იმის მიხედვით, როდის იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილება, გვინდა გავმართოთ საერთო სახალხო ეროვნული ზეიმი, კონცერტი

მარშალ პრესი 27/11/2023
ირაკლი ღარიბაშვილი

იმის მიხედვით, როდის იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილება, გვინდა გავმართოთ საერთო სახალხო ეროვნული ზეიმი, კონცერტი და ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ისტორიული გამარჯვება,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„იცით, რომ დეკემბერში, 14 ან 15 დეკემბერს ველოდებით უკვე ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას სტატუსის მონიჭების თაობაზე.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა გუნდში მსჯელობა, პარლამენტთანაც გვქონდა საუბარი და გადავწყვიტეთ, რომ იმის და მიხედვით, როდის იქნება გადაწყვეტილება, 14-ში ან 15-ში, ამ თარიღს დავაზუსტებთ, ალბათ 15-ში მოხდება ეს, 15 დეკემბერს, გვინდა გავმართოთ საერთო სახალხო ეროვნული ზეიმი, ასე დავარქვათ, გამარჯვების ზეიმი და კონცერტი და ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ისტორიული გამარჯვება, ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების მუშაობის შედეგი“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ანგელოზივით ღონისძიება გვქონდა, ყველა კვლევით 1 პროცენტით მატება გვაქვს – ლევან ხაბეიშვილი (ვიდეო)
Next: ნიკა მელია ნაც.მოძრაობიდან გარიცხეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.