Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს ხელისუფლებამ შეძლო – თანდათან დამკვიდრდა ერთგვარი ახალი ამბავი ევროპისთვის, მთლიანად დასავლეთისთვის, რომ საქართველო არ ყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ცხოვრობს გრანტიდან გრანტის მიღებამდე

მარშალ პრესი 27/11/2023
პეტრე მამრაძე

ეს ხელისუფლებამ შეძლო – თანდათან დამკვიდრდა ერთგვარი ახალი ამბავი ევროპისთვის, მთლიანად დასავლეთისთვის, რომ საქართველო არ ყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ცხოვრობს გრანტიდან გრანტის მიღებამდე. თურმე, ეს არის სახელმწიფო, თავისი ეროვნული ინტერესებით და დაიწყეს საუბარი, რომ შარშან დიდი უსამართლობა მოხდა, – ამის შესახებ პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ დადებით რეკომენდაციაზე საუბრისას განაცხადა.

„ასე ეგონათ, ამით ისარგებლებდნენ და ამ ტალღაზე შევარდებოდნენ პარლამენტში. იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები, არეულობა და ასე შემდეგ, აი, ეს გაქრა. გასკდა, როგორც საპნის ბუშტი“, – განაცხადა მამრაძემ.

მისივე თქმით, ევროპარლამენტში მომუშავე სპეციალისტებისგან, ექსპერტებისგან მისთვის ცნობილია, რომ იქ საქართველოზე უკვე განსხვავებული აზრი დამკვიდრდა.

„ეს ხელისუფლებამ შეძლო – თანდათან დამკვიდრდა ერთგვარი ახალი ამბავი ევროპისთვის, მთლიანად დასავლეთისთვის, რომ საქართველო არ ყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ცხოვრობს გრანტიდან გრანტის მიღებამდე. რაკი გრანტი აღებულია, უნდა შესრულდეს ყველა პუნქტი, თორემ ამის გარეშე გრანტი არ მიიღება და უნდა დაიხურო. თურმე, ეს არის სახელმწიფო, თავისი ეროვნული ინტერესებით და ღიად, საჯაროდ, დაიწყეს საუბარი, რომ შარშან დიდი უსამართლობა მოხდა.

კიდევ რომ არ მოეცათ სტატუსი, ჩვენი ეროვნული მთავრობა იტყოდა, რაოდენ დასანანია, რომ ისევ არაობიექტურობის გამო მოხდა – ამანაც იმუშავა და სურათი თვისობრივად შეიცვალა“, – აღნიშნა მამრაძემ.

Post navigation

Previous: დავით თარხან-მოურავის ვაჟი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა
Next: ლევან ხაბეიშვილს თავმჯდომარედ კი არა, ნაცნობადაც ვერ ვიგუებ – მურთაზ ზოდელავა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.