Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით თარხან-მოურავის ვაჟი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა

მარშალ პრესი 26/11/2023
დავით თარხან-მოურავი

პატრიოტთა ალიანსის დამფუძნებლის, დავით თარხან-მოურავის ვაჟი, იორამ თარხან-მოურავი 35 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას ირმა ინაშვილი ავრცელებს:

“ხელი მიკანკალებს, ამას რომ ვწერ, მაგრამ იმდენი ადამიანი მიკავშირდება, გადავწყვიტე დავწერო. დღეს უცაბედად გარდაიცვალა დავით თარხან-მოურავის ვაჟი იორამ თარხან- მოურავი. უკარგესი ადამიანი.

უწესიერესი, უბოროტო და ღირსეული ბიჭი. იორამი 35 წლის იყო. გარდაცვალების მიზეზი გულის ანევრიზმაა. მომავალ კვირაში ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი. იორამი ცხოვრობდა საზღვარგარეთ და ჯერ ზუსტად ვერ ვწერ, როდის ჩამოვასვენებთ, სად დავასვენებთ და როდის იქნება პანაშვიდი და გასვენება.

ყველაფერი პირიქით უნდა ყოფილიყო… ჩვენი შვილები უნდა წერდნენ ჩვენი გარდაცვალების შესახებ და მე ვწერ… აღარ მესმის არაფერი… რატომ..”– წერს ირმა ინაშვილი.

“მარშალპრესი”-ს რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს დავით თარხან-მოურავს, ასევე მის მეუღლესა და ქალიშვილს.

იორამ თარხან-მოურავი

Post navigation

Previous: ახლა ისეთი ვითარებაა, თუ სამხედრო ხელმძღვანელობა 2024 წლისთვის ვერანაირ ინიციატივას ვერ მოგვაწვდის, მაშინ ისინი უნდა წავიდნენ – უკრაინის რადას დეპუტატი
Next: ეს ხელისუფლებამ შეძლო – თანდათან დამკვიდრდა ერთგვარი ახალი ამბავი ევროპისთვის, მთლიანად დასავლეთისთვის, რომ საქართველო არ ყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ცხოვრობს გრანტიდან გრანტის მიღებამდე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.