Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 02/05/2022
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარი გვირაბის მიმდებარედ ძლიერი წვიმით გამოწვეული დაზიანებების აღმოსაფხვრელად გადაუდებელ სამუშაოებს მთელი დღის განმავლობაში ატარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეზერვუარებზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები დასრულდა. წყალმომარაგების ქსელის რეცხვა ინტენსურ რეჟიმში გრძელდება.

„პროცესის დასრულების შემდეგ დღეს, 2 მაისის 21:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება:

ისნის რაიონში – ვაზისუბნის დასახლებასა და I-IV მიკრორაიონებში, ვარკეთილის IV მიკრორაიონის III კვარტალში, ლეჟავას, პატარიძის, ვაზის, შანდორფ პეტეფის, დავითაიას, აშოტ კურაპალატის, მშველიძის, კვაჭანტირაძის, ღვალაძის, მარშალ იოსეფ პილსუდსკის, სულაქველიძის, ღვალაძის, მხატვრების, ანჩაბეთის, კვიპაროსის, წულუკიძის და მუსხელიშვილის ქუჩებზე.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: რატი ბრეგაძე: ულტიმატუმის ენით საუბარი როგორ უნდა მივიღოთ, როდესაც ეს არ შედის პენიტენციური სამსახურის კომპეტენციაში – გამოაღოს საკნის კარი და ვინმე გამოუშვას სამკურნალოდ
Next: გერმანიის კანცლერი პუტინს მოუწოდებს, თავისი ჯარები უკრაინიდან გაიყვანოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.