Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: ულტიმატუმის ენით საუბარი როგორ უნდა მივიღოთ, როდესაც ეს არ შედის პენიტენციური სამსახურის კომპეტენციაში – გამოაღოს საკნის კარი და ვინმე გამოუშვას სამკურნალოდ

მარშალ პრესი 02/05/2022
რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების მიერ წარდგენილ ულტიმატუმს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ამ თემაზე იუსტიციის მინისტრმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„რაც შეეხება ოჯახის წევრებს, მესმის მათი მდგომარეობა, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის ოჯახის წევრებისა. ისინი დაინტერესებულები არიან, რომ პატიმარმა დატოვოს საპატიმრო დაწესებულება, გამოვიდეს გარეთ და ა.შ. ამაში გაუგებარი არაფერია. თუმცა, ამ ქვეყანაში არსებობს კანონი, სამართალი, მისი ნორმები და ეს საჭიროებს დაცვას. ნებისმიერი ჩვენი მოქმედება იქნება მხოლოდ და მხოლოდ კანონთან სრულ შესაბამისობაში და. ბუნებრივია, ულტიმატუმის ენით საუბარს ვერ მივიღებთ ან როგორ უნდა მივიღოთ, როდესაც ეს არ შედის პენიტენციური სამსახურის კომპეტენციაში, რომ ასე გამოაღოს საკნის კარი და ვინმე გამოუშვას სამკურნალოდ, მით უმეტეს ქვეყნის გარეთ“ – განმარტა ბრეგაძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები მის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაშ კი საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ.

Post navigation

Previous: გერმანიაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი დაიწყო
Next: „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.