Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ავანტურისტმა სააკაშვილმა შეძლო ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვა, ოკუპანტებისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემა და ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის რუსეთისათვის ხინჩით მირთმევა

მარშალ პრესი 23/11/2023
ლევან ნიკოლეიშვილი

ვარდების რევოლუციის ზეიმი? შესაძლოა ზეიმი ნამდვილად ყოფილიყო ამ ვარდებს ძალიან დიდი ეკლები, რომ არ ჰქონოდათ! – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ვარდების რევოლუციას საამაყო არაფერი აქვს, მისი მთავარი შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი კი მონანიების ნაცვლად, სალომე ზურაბიშვილისგა შეწყალებას ითხოვს.

“ვარდების რევოლუციის ზეიმი? შესაძლოა ზეიმი ნამდვილად ყოფილიყო ამ ვარდებს ძალიან დიდი ეკლები, რომ არ ჰქონოდათ! ეს ეკლები კი პარალელურად ძალიან შხამიანი აღმოჩნდა, ვისაც არ გახსოვთ ან არ გინდათ გახსოვდეთ ისევ შეგახსენებთ: ამ რევოლუციის შედეგად მოსულმა ხელისუფლების ლიდერმა, ავანტურისტმა სააკაშვილმა შესძლო ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვა, წაგებული ომის შემდეგ რუსი ოკუპანტებისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემა, დაკარგული სოფლებისთვის ქვა-ღორღის დარქმევა და რაც მთავარია 2008 წელს ჩვენი ტერიტორიების 20 % რუსეთისათვის ხინჩით მირთმევა. ისტორიას ვერ წაშლი, ის თავისი ფაქტებით სიმართლეს გვამცნობს, სიმართლე კი ის გახლავთ, რომ “ვარდების რევოლუციას” საამაყო დიდად არაფერი აქვს, მის მთავარ შემოქმედს სააკაშვილს კი ისევ მოსანანიებელი აქვს…თუმცა ამის მაგივრად სალომე ზურაბიშვილს ევედრება შეწყალებას.” – წერს ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: ასე გაფორმდა სახელმწიფო გადატრიალება, “ვარდების რევოლუციად” – ლევან მამალაძე
Next: „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეობაში უარყოფითი და ტრაგიკული ბევრად აღემატება დადებითს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.