Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ასე გაფორმდა სახელმწიფო გადატრიალება, “ვარდების რევოლუციად” – ლევან მამალაძე

მარშალ პრესი 23/11/2023
ლევან მამალაძე

ამ მრწყინვალე დღეს, 2003 წლის 23 ნოემბერი მახსენდება. როცა შევრდნაძის ნაპირალი ჩაის სმით სააკაშვილი დაწინაურდა. ევროპის და აშშ-ს ელჩები პარლამენტში შევარდნილ ნაცბანდას მიჰყვა და ხელსუფლების დამხობა მიულოცა! საპრეზიდენტოდ გამზადებული სააკაშვილი კი რუსეთის ელჩ ივანოვთან ჩაფსკვნილი, პარლამენტის წინ გამარჯვებას ზეიმობდნენ!

ასე გაფორმდა სახელმწიფო გადატრიალება, “ვარდების რევოლუციად”!”– წერს “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში.

“საინტერესოა, რა რეაქცია ექნებოდა აშშ-ის ხელისუფლებას, ვაშინგტონის კაპიტოლიუმში შევრდნილ მეამბოხეებს, ჩინეთის, რუსეთის, ინდოეთის, ბრაზილიის და სხვა ქვეყნების მხარდაჭერა რომ ჰქონოდათ და მილოცვები მიეღოთ?!

ასეა “დემოკრატიის” ორმხრივობა! დასავლეთში მეაბოხეები ისჯებიან, ჩვენ პროვოკატორებს კი “დემოკრატიის შუქურად” აცხადებენ! სამშობლოს გამყიდველი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს! პასუხი უნდა აგოს ანტი-კონსტიტუციური გადატრიალების მოწყობაზე, ძალადობრივ-ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებაზე, მასობრივ უკანონო დაპატრონებებზე და წამებაზე, ოპონენტთა განადგურებაზე და ბიზნესის მითვისებაზე, მართლმსაჯულების მიკერძოებასა და კანონიერების გაუქმებაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის პირადი განცხრომისთვის გამოყენებაზე, ელიტურ კორუფციაზე, ცხინვალისა და კოდორის ჩაბარებაზე, ჩვენი მეომრების მიტოვებაზე, ათასობით დევნილზე, მსხვერპლზე და სამხედრო მარცხზე, საქართველოს მთლიანობის მორღვევაზე, ოკუპანტთან მოღალატეობრივ გარიგებაზე, სტრატეგიული ობიექტების რუსებზე გადაცემაზე, მილიარდობით საეთაშორისო დახმარების გაფლანგვაზე და სხვა მრავალ დანაშაულზე!

არ დავივიწყოთ ისტორიული შეცდომები, ყველამ ვიზრუნოთ ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებესთის! 

ნმინდა გიორგის მადლით ერთობა და სიმტკიცე ჩვენ ხალხს, გამთლიანება და გამარჯვება ჩვენ სამშობლო საქართველოს! ყველას გილოცავთ გიორგობას, მარად გამარჯვებით გევლოთ!”- წერს ლევან მამალაძე.

Post navigation

Previous: დღეს ნაცმოძრაობის მხრიდან ამ თარიღის საზეიმოდ ქცევა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის შეურაცხყოფა და ამავე დროს, მტკიცებულებაა იმისა, რომ ნაცმოძრაობა ამ მძიმე წარსულს არ ნანობს და უარესის ჟინი აქვთ
Next: ავანტურისტმა სააკაშვილმა შეძლო ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვა, ოკუპანტებისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემა და ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის რუსეთისათვის ხინჩით მირთმევა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.