Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ტყუილია ის ფაქტი თითქოს, სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის განკუთვნილ პროდუქტს ვადა აქვს გასული ან ვინმემ ის არადანიშნულებისამებრ გამოიყენა – ლანჩხუთის მერიის განცხადება

მარშალ პრესი 22/11/2023
default

default

ტყუილია ის ფაქტი თითქოს, სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის განკუთვნილ პროდუქტს ვადა აქვს გასული ან ვინმემ ის არადანიშნულებისამებრ გამოიყენა – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

“ოპოზიციურად განწყობილი და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ მართული რამდენიმე მედია საშუალების წარმომადგენლის მიერ ხელისუფლების მისამართით დეზინფორმაციის გავრცელება გრძელდება, ამჯერად ახალი სამიზნე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაა.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ და საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ 8 სექტემბრის სტიქიის შედეგად დაზარალებული 200-მდე ოჯახი გადაყვანილი იყო სასტუმროში. ყველა პირი, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა, უზრუნველყოფილი იყო მედიკამენტებითა და საკვები პროდუქტებით. სტიქიის დღეებში 1000-მდე ოჯახს, მათ შორის, რამდენიმეს განმეორებით მიეწოდა პროდუქტი.

ეს პროცესი დღესაც გრძელდება და ყველა დაზარალებულს საჭიროებისამებრ მიეწოდება სურსათი. მერიაში დღესაც მოქმედებს ცხელი ხაზი: 591 111 975. პირველივე საათებიდან ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებოდა და ყველაფერს აკეთებდა მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად. ყოველგვარ ზღვარს სცდება, ის დეზინფორმაცია თითქოს, პროდუქტს ვადა აქვს გასული ან ვინმემ ის არადანიშნულებისამებრ გამოიყენა.

Ოპოზიციის მხრიდან ეს არის მორიგი მცდელობა, სხვისი უბედურების ხარჯზე დაიწერონ პოლიტიკური ქულები, რომელსაც პროპაგანდას უწევს მათი სატელიტი ტელევიზიები. ლანჩხუთის მერიის მიმართ აგორებული კამპანია მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.”-აღნიშნულია განცხადებაში.

Post navigation

Previous: კახა კალაძემ აშშ-ის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
Next: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით ემზადება საქართველოსთვის გადამწყვეტ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.