უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე არსებულ ვითარებაზე, იმის მიზეზებზე თუ რაა რეალური მიზეზი იმისა, რომ უკრაინული სამხედრო ძალები ისეთი ტემპებით წინ ვერ მიიწევენ, როგორც მოსალოდნელი იყო, ფ-16 ის სამხედრო თვითმფრინავების მიღება რა კორექტივებს შეიტანს უკრაინული ჯარის მოქმედებაში“ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ სამხედრო ექსპერტს, ოლეგ ჟდანოვს ესაუბრა.
– ბატონო ოლეგ, თვალს ვადევნებთ უკრაინის ფრონტებზე არსებულ ვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საუბარი ისმის იმაზე, რომ უკრაინა-რუსეთის ომის შედეგებზეა დამოკიდებული თუ როგორი იქნება მომავალში ევროპისა და მსოფლიოს მომავალი უსაფრთხოების სისტემა, უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე სერიოზული ცვლილებები ხდება.
თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე არსებულ ვითარებას? სავარაუდოდ, რაა მიზეზი იმისა, რომ მხარეები პრაქტიკულად იმავე პოზიციებზე დგანან, რაც 2-3 თვის, ან თუნდაც 6 თვის წინ?
– საქმე იმაშია, რომ ფრონტებზე არსებული ვითარება უკრაინაზე დამოკიდებული არ არის.
დღეისათვის მხარეებს შორის მიღწეულია პარიტეტი. ომში ჩართულ არც ერთ მხარეს არ აქვს სამხედრო პოტენციალი და საშუალება განახორციელოს წარმატებული შეტევა. სამწუხაროდ, ოპერატიული მიმართულებების უდიდეს ნაწილში ინიციატივა მტერს აქვს და ისინი უკრაინულ მხარეს თავს ახვევენ პოზიციურ ომს. ეს ისაა, რაც აწყობს რუსეთის ფედერაციას. უნდა ითქვას, რომ რუსებმა ამის გაკეთება გარკვეულ მონაკვეთებზე ეფექტურად შეძლეს.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ ახერხებს უკრაინული ჯარი ფრონტის ხაზებზე სერიოზული შედეგის ჩვენებას, ამ კითხვის ადრესატი უკრაინაზე მეტად ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან. ასეთი ვითარება იმის გამოა ჩამოყალიბებული, რომ ზოგიერთ დასავლელ პარტნიორს არ ესმის, თუ რა მნიშვნელობა აქვს უკრაინის ომსა და ამ ომში უკრაინის გამარჯვებას მსოფლიოში ახალი წესრიგის შექმნასა მშენებლობაში.
ომში ჩართულ არც ერთ მხარეს არ აქვს სამხედრო პოტენციალი და საშუალება განახორციელოს წარმატებული შეტევა. სამწუხაროდ, ოპერატიული მიმართულებების უდიდეს ნაწილში ინიციატივა მტერს აქვს და ისინი უკრაინულ მხარეს თავს ახვევენ პოზიციურ ომს. ეს ისაა, რაც აწყობს რუსეთის ფედერაციას. უნდა ითქვას, რომ რუსებმა ამის გაკეთება გარკვეულ მონაკვეთებზე ეფექტურად შეძლეს
– რამდენ ხანს გაგრძელდება უკრაინა- რუსეთის ომი, ამ კითხვის ადრესატი თეთრი სახლია.ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ თეთრ სახლში იციან.
რატომ? იმიტომ რომ თუ ხვალ უკრაინას ყველა იმ ტექნიკას მიაწვდიან, რაც საჭიროა ოკუპანტების დასამარცხებლად, უკრაინას შეუძლია რამდენიმე თვეში ომის რუსეთის დამარცხება. ეს ეხება ტერიტორიების განთავისუფლებასაც და უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის განადგურებას.
ინტერვიუს სრული ვერსიის წაკითხვა
