Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორც 2012 წელს, 2024 წელსაც არჩევნები საზოგადოებამ უნდა გააკონტროლოს ფხიზელი თვალით და გონიერი არჩევანით

მარშალ პრესი 22/11/2023
ხუნდაძე

“სიყალბე სჭირდებათ გარედან იმათაც, ვინც ამ ომში ქვეყანა დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ ჩაითრია და ხელისუფლება ცალ ფეხზე ვერ დააყენა,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე წერს.

მისი თქმით, სიყალბე არ სჭირდება სახელისუფლებო გუნდს და საზოგადოებას, ეს სჭირდება მხოლოდ ოპოზიციას და მის ლობისტებს ქვეყნის გარეთ.

“საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში არჩევნებსაც, საარჩევნო მარათონში მონაწილე პარტიებსაც და დამკვირვებლებსაც, საქართველოს მოქალაქეები დააკვირდებიან და საბოლოო ნიშანსაც ისინი დაწერენ.

მმართველ გუნდს და საზოგადოებას სიყალბე არ სჭირდება. სიყალბე სჭირდება იმ ოროსან პარტიებს, რომლებიც ჯიუტად ითხოვენ, “ორიანიც კარგ ნიშნად ჩაგვითვალეთო”. სიყალბე სჭირდება ვივამედში “მწოლიარე” პატიმარს, რომელსაც ბოდიშის მოუხდელად სურს პასუხისმგებლობისაგან თავის დაძვრენა, თუნდაც ამისათვის რევოლუცია ან ქვეყნის ომში ჩართვა იყოს საჭირო.

სიყალბე სჭირდებათ გარედან იმათაც, ვინც ამ ომში ქვეყანა დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ ჩაითრია და ხელისუფლება ცალ ფეხზე ვერ დააყენა. სიყალბე სჭირდება მათაც, ვისაც სურს საქართველო ძლიერ მეზობლად არ ჩამოყალიბდეს და მუდმივად უყუროს, როგორც “მცირეს”.

სწორედ ამიტომ, როგორც 2012 წელს, 2024 წელსაც არჩევნები საზოგადოებამ უნდა გააკონტროლოს ფხიზელი თვალით და გონიერი არჩევანით. სხვანაირად ხიფათი გარდუვალია,” – წერს ხუნდაძე.

Post navigation

Previous: კეზერაშვილმა პირდაპირ მოგვცა აღიარებითი ჩვენება – ირაკლი კობახიძე
Next: რამდენ ხანს გაგრძელდება უკრაინა-რუსეთის ომი, ამ კითხვის ადრესატი თეთრი სახლია – ოლეგ ჟდანოვი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.