Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ლანჩხუთში კოლეჯ „ჰორიზონტის“ ახალი სასწავლო კორპუსი გაიხსნა

მარშალ პრესი 15/11/2023
386470892_254873550913612_7665967327121085810_n

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან ერთად ლანჩხუთში მდებარე კოლეჯ „ჰორიზონტის“ ახალი სასწავლო კორპუსი გახსნა, რომელიც 250 სტუდენტზეა გათვლილი.

მულტიპროფილური სასწავლებლის თანამედროვე ტიპის შენობა სრულად შეესაბამება სტანდარტებს და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებზე.

სასწავლებელი სრულად აღჭურვილია სასწავლო და საოფისე ინვენტარით, ავეჯითა და ტექნიკით; ინტეგრირებული პროგრამებისთვის შესაბამისი მეცნიერული და პრაქტიკული სწავლების ლაბორატორიებით: ელექტროობის, ქიმია-ფიზიკის, სამკერვალო, სასტუმრო, თმის მომსახურების და ვებტექნოლოგიების ლაბორატორიებით.

Post navigation

Previous: ნაძვის ხის ისტორია
Next: დღეს მოქმედი პარლამენტარები არ ვიზრდით ხელფასს, ჩვენ ვზრუნავთ, რომ შესაბამისობაში მოვიდეს ეს ანაზღაურება მათთვის, ვინც შემდეგ იქნება პარლამენტში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.