Skip to content
10/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • საზოგადოება

ნაძვის ხის ისტორია

მარშალ პრესი 15/11/2023
ნაძვის ხე

ნაძვის ხის ისტორია

ქრისტიანული სამყაროსთვის ნაძვის ხის გარეშე ახალი წელი წარმოუდგენელია. მიუხედავად ამისა, ბევრმა ჩვენგანმა არ იცის, თუ რამხელა ისტორია აქვს სიმბოლოს, რომელიც ყოველ წელს ჩვენი საახალწლო განწყობის ამაღლებას ყველაზე უკეთ ახერხებს. ამ ბლოგში ნაძვის ხის ისტორიას მოკლედ შევაჯამებთ. შემდეგ დეკემბერს კი, დარწმუნებული ვართ, ნაძვის ხის აწყობას უფრო დიდ მნიშვნელობას მიანიჭებთ და პროცესიც მეტად სასიამოვნო გახდება.

წარმართული საწყისები

შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, რომ ნაძვის ხის ისტორია ჯერ კიდევ იმ დროიდან იწყება, როცა ქრისტიანობა დაიბადებოდა. ყველაზე გავრცელებული ეს სიმბოლო ძველ რომაელებს, ეგვიპტელებსა და დრუიდებს შორის იყო, განსაკუთრებით დიდი გავლენა კი გერმანელ ხალხებს მიეწერებათ. ძველი გერმანელი იულის ფესტივალზე დგამდნენ მარადმწვანე ნაძვს, რაც ერთი მხრივ ზამთრის ნაბუნიობის სიმბოლო იყო, მეორე მხრივ კი ნაყოფიერი გაზაფხულის იმედს გამოხატავდა.
ადაპტაცია ქრისტიანობასთან

მე-16 საუკუნეში ნაძვის ხე გერმანიაში ჩნდება, ამ მოვლენას კი მარტინ ლუთერს აწერდნენ. მარტინ ლუთერი გერმანელი პროტესტანტი იყო, რომელსაც, გადმოცემით, თვალს ჭრიდა ნაძვის ხის ტოტებს შორის ვარსკვლავების ნათება. ვარსკვლავები მალე სანთლებმა ჩაანაცვლა, რომელსაც ხეზე დროებით დაამაგრებდნენ ხოლმე. დღეს კი ვარსკვლავებისა და სანთლების როლს საახალწლო განათებები ასრულებს.

უნდა ითქვას ისიც, რომ ქრისტიანული სამყაროსთვის თავდაპირველად ნაძვის ხის ტრადიცია მიუღებელი იყო, რადგან მას წარმართულ სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, უფრო და უფრო მეტმა ქრისტიანულმა ოჯახმა დაიწყო ნაძვის ხის საახალწლოდ მორთვა.

ტრადიციის გავრცელება ევროპაში

საახალწლო ნაძვმა გერმანიიდან ინგლისში იმოგზაურა მე-18-19 საუკუნეებში. ამ პერიოდში ინგლისის დედოფალი და გერმანიის პრინცი დაქორწინდნენ და ამ ორ ქვეყანას შორის კულტურული მიმოცვლა აქტიურად დაიწყო. ქორწილის შემდეგ მალევე გავრცელდა სამეფო ოჯახის ნახატი-ილუსტრაცია, სადაც ნაძვის ხეც ფიგურირებდა. სწორედ ამ მომენტმა განაპირობა ნაძვის მორთვის ტრადიციის გავრცელება ინგლისში.

პირველი ნაძვის ხე ამერიკაში

ამერიკაში ნაძვის ხე, როგორც ახალი წლის სიმბოლო, გერმანელმა ემიგრანტებმა შეიტანეს. პირელი ნაძვის ხე 1851 წელს ნიუ-იორკში დაიდგა. აქეედან მოყოლებული, საახალწლო ნაძვი ამერიკის პოპულაციის უმრავლესობისთვის გახდა შობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი.

ნაძვის ხის დღეს

დღეს ნაძვის ხეს საახალწლო განწყობის ამაღლება საუკეთესოდ გამოსდის. უფრო მეტიც, ხის მორთვა ბევრისთვის ოჯახურ ტრადიციადაც გადაიქცა. ყოველ დეკემბერს ოჯახის წევრები ერთი ხის გარშემო იკრიბებიან, ბჭობენ, სად ჯობს წითელი სათამაშოს დაკიდება და სად – ოქროსფერის. ბევრი ოჯახი ტრადიციული დიზაინის ერთგული რჩება, სხვები კი ნაძვის ხის ორიგინალურად მორთვას ცდილობენ. ითქვას, რომ ნაძვის ხის რელიგიური სიმბოლიკა დღემდე შენარჩუნებულია, მიუხედავად იმისა, გვახსოვს თუ არა ისინი. ერთიანობა, იმედი, სითბო – აი, რას განასახიერებს საახალწლოდ ფერად-ფერადად მორთული საახალწლო ნაძვი.

Continue Reading

Previous: „ამერიკის და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა არის არსებული გლობალური პოლიტიკის ტრანსფორმაციის მცდელობა. ამ პროცესში კი, საქართველოს „ოქროს პოზიცია” აქვს”
Next: ლანჩხუთში კოლეჯ „ჰორიზონტის“ ახალი სასწავლო კორპუსი გაიხსნა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025