Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

მარშალ პრესი 02/05/2022
205

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის იუსტიციის მინისტრ კარენ ანდრეასიანს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს.

საუბარი შეეხო იუსტიციის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთის შესაბამის სამინისტროებს შორის მიმდინარე წლის იანვარში ხელმოწერილი მემორანდუმის მნიშვნელობას. გამოითქვა მზაობა მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებების და საჯარო სერვისების მიწოდების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებასთან დაკავშირებით.

საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს, უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერისა და არსებული გამოწვევების დასაძლევად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.

განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“. ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ქართული მხარის მზაობა საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონალური მშვიდობის უზრუნველყოფაში.

Continue Reading

Previous: უარყოფითი გამოხმაურების შემდეგ, გია ხუხაშვილმა პოსტი წაშალა
Next: დღეს რადიკალური ოპოზიცია არის სუსტი როგორც არასდროს – ირაკლი კობახიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025