რამდენიმე დღის წინ, გია ხუხაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნა, რომელშიც ადასტურებდა, რომ ბინა, სადაც ის ცხოვრობს ბიძინა ივანიშვილმა აჩუქა და ამისთვის მადლობელიც არის, თუმცა, მისივე სიტყვებით, ამის გამო, დღემდე ხელებს არ უკოცნის და არც მისი ვალი აქვს, თუმცა.
ცოტა მან ეს პოსტი ხანში წაშალა, სავარაუდოდ იმ მიზეზით, რომ სოციალურ ქსელში ბევრი უარყოფითი გამოხმაურება ჰქონდა.
“ამ ქონდრისკაცებს ვერ მოუნელებიათ, რომ ივანიშვილმა ბინა მაჩუქა და ამის გამო დღემდე ხელებს არ ვუკოცნი.
დიახ მაჩუქა და ამისთვის მადლობელი ვარ. მიუხედავად ამისა, მისი ვალი არ მაქვს. თუმცა, თქვენ ვერასდროს გაიგებთ და მიხვდებით, თუ რატომ.
დაწყნარდით, თქვენ ბინის ჩუქება ნამდვილად არ გემუქრებათ, ხელებთან ერთად სხვა ადგილებიც რომ დაუკოცნო”– წერდა გია ხუხაშვილი 30 აპრილის პოსტში.
მანამდე კი, დავით ქართველიშვილმა მას სოციალურ ქსელში მიმართა:
“ხუხა, ყველამ კარგად იცის რატომ გამოგაგდეს პანღურით იქედან, სადაც სხვის ხარჯზე ჭამა-სმა და „კეზერაშვილობა“ მოინდომე. რატომღაც არავინ გახსენებს ვინ ხარ და რას წარმოადგენ, ამიტომ მე გეტყვი – როგორც კეზერა, „პიქსელის“ შენობას შენც ვერ გასცდი, მაფიოზობა მოინდომე და ბიზნეს გარჩევებს აწყობდი კაბინეტში – აი ამის გამო გაგაპანღურეს და ახლა, იმის სინდისიც არ გყოფნის, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ნაჩუქარი სახლიდან არ ჩაერთო ნაცების ტელევიზიებს და ეს სისულელეები არ მოროშო, მაგრამ როგორც ჩანს შენ შუბლის ძარღვი საბოლოოდ გაქვს გაწყვეტილი.”- წერს დავით ქართველიშვილი.
კლასიკური ნეო ფაშისტური ,,ბულინგი” რაც დღეს რამდენიმე უნივერსიტეტსა და სკოლაში შეიმჩნევა...