ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ პედაგოგებსა და დამსწრე საზოგადოებას პროფესიული დღე მიულოცა და ღვაწლმოსილ პედაგოგებს წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
,,მასწავლებლის ეროვნულ დღეზე” მიძღვნილ ღონისძიებაზე სხვადასხვა საჯარო სკოლის პედაგოგები მონაწილეობდნენ, დაჯილდოვდნენ პედაგოგები, რომელთაც სასკოლო თუ არაფორმარული განათლების ღონისძიებებში აქვთ დიდი გამოცდილება.
,,მასწავლებლის ეროვნული დღედ” წელს პირველად საქართველოს მთვრობის ინიციატივით 27 ოქტომბერი დაწესდა, რომელიც საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების თარიღს უკავშირდება.
ღონისძიებას განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, მერის მოადგილეები, ხელვაჩაურის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„,მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით“ ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით გაიმართა,მუნიციპალიტეტი, კიდევ ერთხელ ულოცავს მასწავლებლებს პროფესიულ დღეს!
