გვაქვს შესაბამისი ვაქცინების ფართო ასორტიმენტი, როგორც ჩინური წარმოების, ასევე „ფაიზერი“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.
„გვაქვს შესაბამისი ვაქცინების ფართო ასორტიმენტი, როგორც ჩინური წარმოების, ასევე „ფაიზერის“. ასევე, სამკურნალო ნაწილში, იცით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყავით, რომელმაც კოვიდის საწინააღმდეგო „პაქსლოვიდი“ შემოვიტანეთ. ქვეყანაში ამის მარაგიც გვაქვს და აქედან გამომდინარე, საკმაოდ მყარად და თავდაჯერებულები ვართ, რომ პრობლემა არ იქნება არც მკურნალობისა და არც ვაქცინაციის კუთხით“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, მთავრობის დადგენილებაში მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოში პანდემია გამოცხადდება და შესაბამისად, საქართველოშიც, ყველა სამედიცინო დაწესებულება, მიუხედავად იმისა, კერძოა თუ სახელმწიფო, ვალდებულია, პაციენტს მოემსახუროს.
ნიკა მელიამ, Facebook – ში, ერთი ვიდეოს რეკლამაში 8 000 დოლარი...