Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით მაღრაძე: ჩემი აზრით, პროექტის ეპოქამ თავისი გმირი იპოვა, თავის ვარსკვლავს მიაგნო – ეს არის არისტოვიჩი

მარშალ პრესი 01/05/2022
დავით მაღრაძე

ჩემი აზრით, პროექტის ეპოქამ თავისი გმირი იპოვა, თავის ვარსკვლავს მიაგნო. ეს არის არისტოვიჩი, რომელსაც ჩეუძლია ერთნაირი კმაყოფილებით ისაუბროს უკრაინელ დახოცილ ბავშვებზე და საქართველოს ხელისუფლების ცეცხლოვან შემონათვალზე, – ამის შესახებ პოეტმა, დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველზე, ალექსეი არესტოვიჩზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არ გაუკვირდება, რომ არესტოვიჩმა ცოტა ხანში თავი ქრისტედ ან ანტიქრისტედ გამოაცხადოს, რადგან „ორივე თანაბრად მისაღებია მისთვის“.

„სააკაშვილი პროექტის მოქალაქეც არ არის, სააკაშვილი პროექტი პროდუქტია. იმიტომ შემოჰყვა რძის პროდუქტებს, როგორც თავის კოლეგებს, ისე შემოგორდა საქართველოში. სააკაშვილი არ არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩემი აზრით, პროექტის ეპოქამ თავისი გმირი იპოვა, თავის ვარსკვლავს მიაგნო. ეს არის არისტოვიჩი, რომელსაც შეუძლია ერთნაირი კმაყოფილებით ისაუბროს უკრაინელ დახოცილ ბავშვებზე და საქართველოს ხელისუფლების ცეცხლოვან შემონათვალზე. არ გამიკვირდება, რომ არესტოვიჩმა ცოტა ხანში თავი ქრისტედ ან ანტიქრისტედ გამოაცხადოს, რადგან ვფიქრობ, ორივე თანაბრად მისაღებია მისთვის“, – განაცხადა მაღრაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებას ვერ უკარნახებს, თუ როგორი პოლიტკორექტულობა უნდა გამოიჩინოს.

„არ მაქვს ამის რეცეპტი. მე შემიძლია, ვთქვა, რომ ჩემი აზრით, საქართველოში მოსახლეობა მეორე ფრონტს მხარს არ უჭერს. ერთადერთი იმუშავებს საქართველოში ფრაზა „არა ომს!“, რომლის გარშემოც შესაძლებელია მოხდეს მოსახლეობის სრული მობილიზაცია და ეს ასეც იქნება, თუ საჭირო გახდა“, – განაცხადა მაღრაძემ.

Post navigation

Previous: მიხეილ სარჯველაძე: უკრაინული მხრიდან მეორედ, იგივე სტილში კეთდება ბრალდება, რომლის დამასაბუთებელი არგუმენტი არ აქვთ, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ შეიძლება, აღმოჩნდნენ უხერხულ მდგომარეობაში
Next: ზურაბ აზარაშვილი: საკმაოდ თავდაჯერებულები ვართ, რომ კორონავირუსის არც მკურნალობისა და არც ვაქცინაციის კუთხით პრობლემა არ იქნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.