Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უსამშობლო, კონსტიტუციის დამრღვევი აგენტი უპასუხებდა CBS-ის ჟურნალისტს ზუსტად ისე, როგორც ეს სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა

მარშალ პრესი 30/10/2023
დავით ქართველიშვილი

“ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მიერ CBS-ისთვის გაკეთებულ კომენტარს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ევროინტეგრაციის მიმართ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.

ქართველიშვილის თქმით, მხოლოდ უსამშობლო აგენტი გასცემდა ამ კითხვაზე ისეთ პასუხს, როგორც ეს სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

“ევროპაში “კონტრაბანდულად” გადასულ სალომე ზურაბიშვილს CBS-ის ჟურნალისტმა ჰკითხა – “ჰგავს თუ არა საქართველოში მიმდინარე მოვლენები იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არ არის დაინტერესებული EU-ში გაწევრიანებით?”. ამაზე არა-აგენტი, არა-უსამშობლო, არა კონსტიტუციის დამრღვევი რეციდივისტი ალბათ ესე უპასუხებდა: “როგორ გეკადრებათ! სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ქვეყანამ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, EU-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, მიაღწია ვიზალიბერალიზაციას და ევროპულ პერსპექტივას, ხოლო ამჟამად სწორედ მის მთავრობას ატყობინებენ წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე”.

მაგრამ უსამშობლო, კონსტიტუციის დამრღვევი აგენტი უპასუხებდა ზუსტად ისე, როგორც ეს სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა: “ეს არის კითხვა, რომელსაც სვამს მთელი მოსახლეობა – ნამდვილად სურთ მათ [ქართულ ოცნებას] ეს [ევროკავშირში ინტეგრაცია], თუ ეს ცარიელი სიტყვებია”. მთელი მოსახლეობა!!! მე, თქვენ, ჩვენ!!!

ასე უპასუხა ჟურნალისტს ზურაბიშვილმა, ხოლო რა არ უპასუხა, მაგრამ ალბათ იგულისხმა, შეგვიძლია ვივარაუდოთ: “როგორ შეიძლება გინდოდეს EU-ში გაწევრიანება და აცდენილი იყო ევროსაინტეგრაციო გზას; არ აწესებდე სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, არ ეხმარებოდე დასავლეთს მეორე ფრონტის გახსნით, იღებდე ამერიკა-უკრაინულ “რუსულ კანონებს”, არ ატარებდე პრაიდებს, არ იღებდე კანონს პორნოგრაფიის ლეგალიზაციის შესახებ, არ აკანონებდე ერთსქესიანთა ქორწინებას და არ უქვემდებარებდე სასამართლო სისტემას საერთაშორისო მმართველობას,” – წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები ჩვენ შევათანხმეთ როგორც ევროკომისიასთან, ასევე ევროსაბჭოსთან
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მერის მოადგილეებთან, სამსახურის ხელმძღვანელებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.