Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები ჩვენ შევათანხმეთ როგორც ევროკომისიასთან, ასევე ევროსაბჭოსთან

მარშალ პრესი 30/10/2023
ეკა სეფაშვილი

“ხალხის ძალის” წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებზე ოპოზიციის პროტესტს ეხმაურება. სეფაშვილის თქმით, ცვლილებები კანონში ევროკავშირის რეკომენდაცია იყო და სწორედ ამ დირექტივას მიჰყვა მმართველჯ გუნდი.

“მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები ჩვენ შევათანხმეთ როგორც ევროკომისიასთან, ასევე ევროსაბჭოსთან. ეს ცვლილებები განპირობებული იყო ევროკავშირის რეკომენდაციით, რომელიც ეხებოდა აუდიო-ვიზუალური დირექტივის დანერგვას საქართველოში და ეს არის მიმართული მედიასივრცეში და საზოგადოებაში მედიის მიერ ზიზღის, სიძულვილის, ტერორიზმი მოწოდების აკრძალვისაკენ.

აქ იგულისხმება, რომ მტკიცებულებების მექანიზმთან ერთად, აუცილებლად უნდა არსებობდეს რეგულირების მექანიზმი. ეს არის პირდაპირ რეკომენდებული ევროკავშირის მხრიდან, რამაც უნდა დაარეგულიროს პროცესი. მე ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ,” – განაცხადა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: მადლიერება გამოვხატოთ ჩვენი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიმართ, რომელსაც მსგავსი სიგიჟე წარმოდგენებშიც კი არა აქვს გათვალისწინებული
Next: უსამშობლო, კონსტიტუციის დამრღვევი აგენტი უპასუხებდა CBS-ის ჟურნალისტს ზუსტად ისე, როგორც ეს სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.