Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ისრაელმა ღაზის ანკლავში სამხედრო-სახმელეთო ოპერაცია მალე თუ არ დაამთავრა და”ჰამასის” განადგურება ვერ შეძლო, ომი ფართომასშტაბიანი გახდება – ლევან მამალაძე

მარშალ პრესი 29/10/2023
ლევან მამალაძე

“დიდი ომის დაწყებისთვის სიტუაცია შემზადდა! შეეხება თუ არა ეს საქართველოს?! – ამ სათაურით აქვეყნებს წერილს “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლევან მამალაძე.

“ისრაელმა ღაზის ანკლავში სამხედრო-სახმელეთო ოპერაცია მალე თუ არ დაამთავრა და”ჰამასის” განადგურება ვერ შეძლო, ომი ფართომასშტაბიანი გახდება!
აშშ-ს ისრაელის მხარდაჭერა და ახლო აღმოსავლეთზე კონტროლის შენარჩუნება ეროვნული უსაფრთხოების დონეზე ჰყავს აყვანილი.

ამისთვის, ვაშინგტონი შეიარაღებით ეხმარება თელ-ავივს, სამხედრო შენაერთებს აფართოებს და ხმელთაშუა ზღვაში მეორე ავიამზიდი შეიყვანა. პარალელურად, აშშ იარანს აფრთხილებს, რომ შეწყვიტოს ტერორისტული “ჰამასის” დახმარება და სირიასა და ერაყში ამერიკის ბაზებზე მოგონილი თუ რეალური თავდასხმების გამო ცეცხლით პასუხობს.

ისრაელი და აშშ ირანში ხედავს ყველაზე დიდ საფრთხეს ომის გაღვივების კუთხით.

ამ ვითარების საპირწონედ, ჩინეთმა ავიამზიდითა და კრეისერებით დაკომპლექტებული 46-ე სადამრტყმელო დაჯგუფება შეიყვანა ისრაელის მახლობელ საზღვაო აკვატორიაში. “ნატოს” წევრი თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა ისრაელი ოკუპანტად გამოაცხადა, ხოლო დასავლეთი ომის გაღვივებაში დაადანაშაულა.

ირანი კი აშშ-ს ემუქრება შესაბამისი”ტკივილის” მიყენებით. რუსეთმა ახლო აღმოსავლეთიისკენ მსოფლიო ყურადღების გადატანით ისარგებლა, უკრაინის ფრონტზე შეტევები გაააქტიურა, ხანგრძლივი ომისთვის მოამზადა

ომი გვაიძულა “ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ , – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ისარელის დავდაცვის უწყებამ კი დააფიქსირა , რომ მიიღო “ოპერაციული გადაწყვეტილებების სერია, რაც მიზნად ისახავს “ჰამასის“ და პალესტინის ხელისუფლების სამხედრო და პოლიტიკური შესაძლებლობების განადგურებას“. ცნობილი მოსადი და ცახალი ყველაზე თანამედროვე და ძლიერ სტრუქტურებად ითვლებოდნენ მსოფლიოში, მაგრამ “ჰამასის” ქმედებამ მათი სისუსტე გამოავლინა.

ასევე არსებობს ვერსია, რომ ეს თვით ისრაელის ორგანიზებული იყო სამხედრო ოპერაციის დაწყების საბაბის შექმნისთვის.

აგრესიის საპასუხოდ ისრაელმა ღაზის დაბომბვის სერია განახორციელა, რასაც ათასობით პალესტინელი შეეწირა. შემდეგ რამდენჯერმე შეიყვანა სახმელეთო ჯარები და უკან გამოაბრუნა, 28 ოქტომბერს კი სრულმაზშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

ექსპერტები ამბობენ , რომ “ჰამასს” წინასწარ აქვს გათვლილი ისრაელური შეიარაღებული ძალების”ცახალის” მოქმედება და იცის როგორ დაუპირისპირდეს.. “ჰამასს”, ღაზაში მიწის ქვეშ მოწყობილი აქვს გვირაბების რთული საბრძოლო-საკომუნიკაციო სიტემა, აქვს შესაბამისი შეიარაღება და მარაგები.

ისრაელს გაუჭირდება ქალაქებში სამხედრო ოპერაციის ჩატარება და იმ გვირაბების მოძებნა, საიდანაც “ჰამასი” იმართება. ისრაელმა სახმელეთო ოპერაცია ღაზაში მალე თუ არ დაამთავრა და მსოფლიო “ჰამასის” განადგურების ფაქტის წინაშე არ დააყენა, პროცესში სხვა ქვეყნებიც ჩაებმებიან –  ჩრდილოეთიდან ლიბანი და პალესტინური საბრძოლო შენაერთი “ჰეზბოლა”, აღმისავლეთიდან სირია და თვით პალესტინის ავტონომია. ამას მხარს აუბამენ არაბული ქვეყნები. ირანზე დარტყმა, რაც აშშ-ს აქვს დაგეგმილი, ასევე დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.

ჩინეთი და რუსეთი ირანის სამხედრო მოკავშირეები არიან და ამერიკას არ მისცემენ საშუალებას ფართომასშტაბინი დარტყმა მიაყენოს ტეგერანს. პროცესს თურქებიც არ გამორჩებიან, გარდა რელიგიური ფაქტორისა, ანკარა ისრაელ-პალესტინას საკუთარ რეგიონალური გავლენის ზონად განიხილავს. ეს ტერიტორია ადრე ოსმალეთის იმპერიაში შედიოდა.
მიუხედავად გაეროს რეზოლუციისა, მხარეები სამშვიდობო მოლაპარაკებაზე არ მიდიან და ომის გაღრმავებაზე ზრუნავენ. ომს კი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის, ბავშვების, ქალების და მოხუცების სიცოცხლე ეწირება!

ასე რომ, ისრაელის სახმელეთო ოპერაცია ღაზაში, მარტივად შეიძლება მსოფლიო მასშტაბის შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
საქართველოს ისრაელთან, ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობ აქვს. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ, ისრაელიდან დევნილების მიღებას, მით უფრო, რომ საქართველოში ისინი მოდიან ვინც წარმომავლობით საქართველოდან არის.

ასევე, მხარი უნდა დავუჭიროთ ისრაელს საერთაშორისო ასპარეზე, მაგრამ თავი უნდა შევიკავოთ სამხედრო ოპერაციის შეფასებისგან და მონაწილეთა მხარდაჭერისგან.

შექმნილი ვითარება კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება, პროვოკაციების აცილება და საზოგადოების ერთსულოვნება მშვიდობის დაცვისთვის!” – წერს ლევან მამალაძე.

Post navigation

Previous: საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს რეფორმების გატარებისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი – კახა კალაძე
Next: უნდა მოგვანიჭონ სტატუსი, უნდა გვაღიარონ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ, რადგან არც ცალ ფეხზე ხტომით მიგვიღია “ბენეფიტები” და არც ვიღაცის დაკრულზე ვაპირებთ გავლას!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.