Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს რეფორმების გატარებისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი – კახა კალაძე

მარშალ პრესი 29/10/2023
კახა კალაძე

საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს რეფორმების გატარებისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი – ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი, კახა კალაძე ევროპული საბჭოს სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტს, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ გზაზე რეფორმების ძალისხმევას.

„ბოლო დროს აღნიშნული მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. გახსოვთ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, საქართველო სტატუსს იმსახურებდა, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო არ მოგვცეს. ამის შემდეგ იყო ე.წ. თორმეტპუნქტიანი გეგმა – ე.წ. გზამკვლევი, შესაბამისად, ყველაფერი იქნა შესრულებული. ეს პროცესი გრძელდება.

შეუძლებელია, ევროინტეგრაციის გზაზე რამე გააკეთო და გაჩერდე. საქართველოს მთავრობა ყველაფერს იზამს რეფორმების გატარებისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: მცხეთაში, აგურის ქარხნის დასახლებაში, ახლად აშენებულ სკვერში ვანდალური ფაქტები დაფიქსირდა
Next: ისრაელმა ღაზის ანკლავში სამხედრო-სახმელეთო ოპერაცია მალე თუ არ დაამთავრა და”ჰამასის” განადგურება ვერ შეძლო, ომი ფართომასშტაბიანი გახდება – ლევან მამალაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.