პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსახიობ თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს:
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი მსახიობის, ხელოვნების უბადლო ოსტატის – თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო.
თენგიზ არჩვაძე ქართული კინემატოგრაფიის ნამდვილი ვარსკვლავი იყო. იგი ხასიათდებოდა ღირსეული პიროვნული თვისებებით, რის გამოც მაყურებელი მას ყოველთვის დიდი სიყვარულითა და სითბოთი გაიხსენებს.
თენგიზ არჩვაძე იმ პლეადის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაში. ვიზიარებ თენგიზ არჩვაძის ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას, თანაგრძნობას ვუცხადებ მთელ საქართველოს.”– წერს პრემიერი.
მსახიობი თენგიზ არჩვაძე დღეს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
“მარშალპრესი”-ს რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს დიდებული ქართველი მსახიობის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.
