Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოა ის ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებიან, საუბრობენ და თანხმდებიან მშვიდობის აუცილებლობაზე

მარშალ პრესი 28/10/2023
ვატო შაქარი

მეზობელი ქვეყნებისთვის, თუნდაც დაპირისპირებული მხარეებისთვის, საქართველოა ის ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებიან, საუბრობენ და თანხმდებიან მშვიდობის აუცილებლობაზე. მნიშვნელოვან რეგიონულ აქტორად ჩამოყალიბება კი, თავის მხრივ, ზრდის საქართველოს მიმართ დაინტერესებას სხვა დიდი სახელმწიფოების მხრიდანაც, რადგან ისინი უყურებენ საქართველოს, როგორც სუვერენულ, სტაბილურ და სანდო ქვეყანას, – ამის შესახებ ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 „საქართველო − მედიატორი რეგიონში მშვიდობისათვის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ თბილისში, 26-27 ოქტომბერს „აბრეშუმის გზის ფორუმი„ ჩატარდა. წლევანდელი, რიგით მეოთხე ფორუმი მრავალმხრივ შთამბეჭდავი გამოდგა, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი კადრი და შინაარსობრივად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა თბილისში, ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით.

აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს ფუნქციასა და მისწრაფებებს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის მიმართულებით. საქართველოა ის ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებიან, საუბრობენ და თანხმდებიან მშვიდობის აუცილებლობაზე ჩვენი ქვეყნის და პერსონალურად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უაღრესად პოზიტიურ როლს ხაზი გაუსვა ორივე ქვეყნის ლიდერმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ინიციატივითა და ორგანიზებით, კავკასიაში მშვიდობისა და განვითარებისთვის მოლაპარაკებები იმართება. 2020 წელს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შეთანხმება ირაკლი ღარიბაშვილის მედიაციით იქნა მიღწეული. აღსანიშნავია, რომ თბილისში, „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მოხდა ნიკოლ ფაშინიანის მიერ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივის წარდგენა. სწორედ ასეთი ფუნქციის შეძენით არის შესაძლებელი საქართველოს განვითარებისა და გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველყოფა და არა რომელიმე კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში ცალ ფეხზე დგომით.

ბოლო წლებში, ჩვენი ქვეყნის მიერ გატარებული შიდა თუ საგარეო პოლიტიკა გახდა იმის საფუძველი, რომ საგრძნობლად გაიზარდა საქართველოს მნიშვნელობა რეგიონულ და გლობალურ კონტექსტში. მეზობელი ქვეყნებისთვის, თუნდაც დაპირისპირებული მხარეებისთვის, საქართველოა ის ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებიან, საუბრობენ და თანხმდებიან მშვიდობის აუცილებლობაზე. მნიშვნელოვან რეგიონულ აქტორად ჩამოყალიბება კი, თავის მხრივ, ზრდის საქართველოს მიმართ დაინტერესებას სხვა დიდი სახელმწიფოების მხრიდანაც, რადგან ისინი უყურებენ საქართველოს, როგორც სუვერენულ, სტაბილურ და სანდო ქვეყანას. საერთო ჯამში, ამ ყველაფერს მოაქვს ინვესტიციები, ახალი პროექტები (მათ შორის − საერთაშორისო), დამატებითი სამუშაო ადგილები, ეკონომიკური განვითარების სწრაფი ტემპი და ყველაზე დიდი − ქვეყნის გაერთიანების მიზანთან მიახლოების შანსი.“ – წერს ვატო შაქარიშვილი facebook-ზე.

Post navigation

Previous: ყველაფერზე შეუძლიათ ხელის მოწერა ოღონდ ქვეყანა დაზიანდეს – ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე
Next: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი მსახიობისა და ხელოვნების უბადლო ოსტატის, თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო – პრემიერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.