Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ახლა შექმნან მოღალატე.ჯი, ან ანტიდასავლეთი.ჯი და მათი გვარები ჩაყარონ იქ, ვინც დადიოდა ევროკავშირში და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას უშლიდა ხელს

მარშალ პრესი 26/10/2023
სოზარ სუბარი

„ახლა საქართველოს მართლაც დიდ მეგობარზე, ორბანზე ამბობენ – რად გვინდა მისი მხარდაჭერა, როცა ის არის პრორუსი და პუტინისტი ხელისუფალიო“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ განაცხადა.

სუბარის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები იმდენად არიან თავიანთ ცრუ „ბაბლში “ მოქცეულნი, ვეღარ აზროვნებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რამე ავნონ ქვეყანას და მმართველ ძალას.

„ახლა შექმნან მოღალატე.ჯი, ან ანტიდასავლეთი.ჯი და მათი გვარები ჩაყარონ იქ, ვინც დადიოდა ევროკავშირში და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას უშლიდა ხელს. სამნიძემ გააკეთოს ასეთი რამ. ეს დაახლოებით იგივეა, ახლა საქართველოს მართლაც დიდ მეგობარზე, ორბანზე რომ ამბობენ – რად გვინდა მისი მხარდაჭერა, როცა ის არის პრორუსი და პუტინისტი ხელისუფალიო. 19 წელია უნგრეთი არის ევროკავშირის წევრი.

ამ 19 წლიდან, 17 წელი ქვეყნის პირველი პირი არის ორბანი. 17 წელი ეს ადამიანი მმართავს უნგრეთს. ე.ი უნგრელი ხალხი ირჩევს ანტიდასავლელ, პუტინისტ, პრორუსს, ანტიუნგრულ ხელისუფლებას და პარტიას ამ ხნის განმავლობაში? რაღაც არ გამიგია, რომ უნგრეთში არჩევნები გაყალბდა. ანუ, ხალხი იმდენად დაბრმავებულია, რომ არ იცის, ვინ აირჩიოს? ესეც ხომ შეურაცხყოფაა, არა მხოლოდ საქართველოს მეგობრის და იმ ადამიანის, რომელიც ყველაფერს აკეთებს საქართველოს კანდიდატის მისაღებად, არამედ მთელი უნგრელი ხალხის შეურაცხყოფაა და მათ წინააღმდეგაა მიმართული. ამას ვერ ხვდება ეს ოპოზიცია, ან ხვდება და არ აწუხებს, იმდენად არიან ამ თავის ცრუ „ბაბლში “ მოქცეული, ვეღარ აზროვნებენ და ვეღარ გადიან იმის იქით. ოღონდ რამე ავნონ ჩვენს ქვეყანას, მმართველ ძალას და ყველაფერზე მიდიან, ვის რა დააბრალონ აღარ იციან“, -განაცხადა სუბარმა.

Post navigation

Previous: მე დიდი ოპტიმიზმით ველოდები ჯერ 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას და შემდეგ უკვე დეკემბერში იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, მე არ მინდა ამაზე მეტი ვუთხრა ჩვენს ხალხს
Next: 2015 წლის შემდეგ უკვე მეოთხედ ხდება, რომ ჩვენ ამ მნიშვნელოვან შეკრებას ვმასპინძლობთ თბილისში – პრემიერი “აბრეშუმის გზის” ფორუმზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.