Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მე დიდი ოპტიმიზმით ველოდები ჯერ 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას და შემდეგ უკვე დეკემბერში იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, მე არ მინდა ამაზე მეტი ვუთხრა ჩვენს ხალხს

მარშალ პრესი 26/10/2023
ირაკლი ღარიბაშვილი2

მე დიდი ოპტიმიზმით ველოდები ჯერ 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას და შემდეგ უკვე დეკემბერში იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა მე არ მინდა ამაზე მეტი ვუთხრა ჩვენს ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს პროცესი იყო, მოგეხსენებათ ძალიან გამჭვირვალე, ღია. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი ხელისშემშლელი გარემოება არსებობდა, ძალიან ბევრი საბოტაჟი თუ ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი ხელოვნური ბარიერები იქნა შექმნილი ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში დღეს ვართ იმ მდგომარეობაში, მე არ მინდა წინასწარ დავასწრო მოვლენებს და წინასწარ რაიმე დავაანონსო, მაგრამ ჩემი მოლოდინი არის შემდეგი:

ვითვალისწინებ რა ჩვენ მიერ გაკეთებულ საქმეებს, ასევე გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, ვითარებას, რომელიც შექმნილი არის მსოფლიოში, ასევე ვითვალისწინებთ რა იმ პრეცედენტებს, რომელიც უკვე შეიქმნა, შარშან მოლდოვას მისცეს, ასევე უკრაინას და ბოსნია ჰერცოგოვინას, რომელთაც საკმაოდ დიდი ჩამორჩენა ჰქონდათ და დღესაც აქვთ, შედარებით საქართველოსთან, მე დიდი ოპტიმიზმით ველოდები ჯერ 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას და შემდეგ უკვე დეკემბერში იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. რა თქმა უნად მე არ მინდა ამაზე მეტი ვუთხრა ჩვენს ხალხს.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას. მინდა გითხრათ რომ ჩვენ სისტემატიურ კოორდინაციაში ვიმყოფებით ჩვენ ევროპელ მეგობრებთან, კოლეგებთან.

მე ისიც ვთქვი ჩემს გამოსვლაში, რომ ბოლო პერიოდში ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური კოორდინაცია და ინტერაქცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, პარტნიორებთან. იყო მთელი რიგი დაზუსტებები, ჩვენ საკმაოდ მოკლე პერიოდში, რამდენიმე კვირაში, კიდევ უფრო, საკმაოდ შთამბეჭდავი პროგრესიც ვაჩვენეთ, რომელიც აღინიშნა ჩემს შეხვედრებში“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: გასული კვირების განმავლობაში, განსაკუთრებით ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ, ცხადად არის ბევრი დადებითი მოვლენა, მათ შორის „მაუწყებლობის კანონზე“ მუშაობა
Next: ახლა შექმნან მოღალატე.ჯი, ან ანტიდასავლეთი.ჯი და მათი გვარები ჩაყარონ იქ, ვინც დადიოდა ევროკავშირში და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას უშლიდა ხელს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.