Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც ჯარიმას გადაუხდი დამრღვევ დამნაშავე პირს, ეს არის მისთვის წახალისება, რომ შემდგომშიც ასე გააგრძელოს მოქცევა

მარშალ პრესი 23/10/2023
დავით მათიკაშვილი

როდესაც ჯარიმას გადაუხდი დამრღვევ დამნაშავე პირს, ეს არის მისთვის წახალისება, რომ შემდგომშიც მან ასე გააგრძელოს მოქცევა და მისი მოქცევა კვლავ იქნება წახალისებული და ფინანსურად უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„როგორც ამბობენ, უფასო ყველი არის მხოლოდ სათაგურში. არ არსებობს ქველმოქმედება იქ, სადაც პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე და ქვეყნის გარედან დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები პირდაპირ აფინანსებენ დანაშაულის, სამართალდარღვევის ჩადენას. პირდაპირ ნიშნავს ეს იმას, რომ როდესაც ჯარიმას გადაუხდი დამრღვევ დამნაშავე პირს, ეს არის მისთვის წახალისება, რომ შემდგომშიც მან ასე გააგრძელოს მოქცევა და მისი მოქცევა კვლავ იქნება წახალისებული და ფინანსურად უზრუნველყოფილი. ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა საზოგადოებამ ყველაფერი იცის ძალიან კარგად, განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი განცხადებების ფონზე და ასეთ მდარე სურვილებს რევოლუციის მოწყობისა, არანაირი შედეგი ექნება ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

აქციებზე დაკავებულ აქტივისტების ნაცვლად, რომლებსაც სასამართლომ კანონდარღვევისთვის ფინანსური სანქცია დააკისრა, ჯარიმებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ დაფუძნებული ფონდი იხდის. „იმედის კვირამ“ გაარკვია, რომ ჯამში ადმინისტრაციულ ჯარიმებში უკვე 30 ათას ლარზე მეტია გადახდილი. რაც შეეხება დონორებს, ორგანიზაციის ვებგვერდზე ინფორმაცია აღარ იძებნება, რაც ტექნიკური გაუმართაობით ახსნეს.

Post navigation

Previous: ეს პლატფორმა შექმნილია უკრაინის მხარდასაჭერად და საქართველოს მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისადმი
Next: 2024 და 2028 წლის არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს, ამიტომ მოუწევთ 2032 წლის არჩევნებისთვის მზადება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.