Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს პლატფორმა შექმნილია უკრაინის მხარდასაჭერად და საქართველოს მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისადმი

მარშალ პრესი 23/10/2023
მაკა ბოჭორიშვილი

„ეს არის პლატფორმა, რომელიც შექმნილია უკრაინის მხარდასაჭერად და საქართველოს მონაწილეობა ამ ფორუმში კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისადმი და უკრაინის ბრძოლისადმი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობისთვის“- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ყირიმის პლატფორმაზე საუბრისას განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ამ პლატფორმას ვიყენებთ იმისათვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან გვქონდეს საუბარი საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მისივე განცხადებით, სამიტში საქართველოს მონაწილეობა იმის დადასტურებაა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას.

„რა თქმა უნდა, ეს არის ის პლატფორმა, რომელსაც ჩვენ, ასევე, ვიყენებთ იმისათვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან გვქონდეს საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის ბევრი ქვეყანაა წარმოდგენილი აღნიშნულ ფორმატში და ეს იქნება კარგი შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გვქონდეს მათთან საუბარი საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. თავად ჩვენი მონაწილეობა არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი მხარდაჭერისა უკრაინისადმი“-აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა

Post navigation

Previous: ღრმად მწამს, რომ წლის ბოლოს მივულოცავთ საქართველოს და მივუსამძიმრებთ რადიკალურ ოპოზიციას კანდიდატის სტატუსის მოპოვებას
Next: როდესაც ჯარიმას გადაუხდი დამრღვევ დამნაშავე პირს, ეს არის მისთვის წახალისება, რომ შემდგომშიც ასე გააგრძელოს მოქცევა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.